პარიზში ლუკ ბესონის კინოსტუდიის წინააღმდეგ კორუფციულ საქმეს იძიებენ

პარიზში ლუკ ბესონის კინოსტუდიის წინააღმდეგ კორუფციულ საქმეს იძიებენ

პარიზის პროკურატურამ რეჟისორ ლუკ ბესონის კინოსტუდია Cite Du Cinema-ის მშენებლობის დაფინასების პირობების წინასწარი გამოძიება დაიწყო.

გამოძიებას, რომელიც ცდილობს დაადგინოს, მოხდა თუ არა სახელმწიფო სახსრების მითვისება, კორუფციასთან, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ამ გამოძიების აუცილებლობა საჭიროდ საფრანგეთის კონტროლის პალატამ მიიჩნია.

კინოსტუდიის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, 160 მლნ ევრო დაჯდა და იგი ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სახელმწიფოს მიერ პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღეს და იგი მაშინდელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოიწონა.

ბესონის კომპანია EuropaCorp-ში განაცხადეს, რომ სტუდია პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია.

ბესონის მიერ შექმნილი საწარმოო კომპლექსი Cite Du Cinema წარმატებით მუშაობს, კერძოდ იგი საფრანგეთსი პოპულარულ ტელესერიალებს უშვებს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება