ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს დაბადების დღეზე მაიკ ტაისონის გამოსახულებიანი პოსტერი აჩუქა

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს დაბადების დღეზე მაიკ ტაისონის გამოსახულებიანი პოსტერი აჩუქა

ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავ ბრედ პიტს, რომელიც 50 წლის გახდა, მისმა პარტნიორმა, მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ იუბილეზე პოსტერი აჩუქა, რომელზეც მაიკ ტაისონია გამოსახული და ლეგენდალური მოკრივის ავტოგრაფია დართული.

უცნაურია, რატომ გადაწყვიტა ანჯელინამ, მსგავსი საჩუქარი შეერჩია - საქმე ის არის, რომ 1987 წელს მაიკ ტაისონმა ცოლად რობინ გივენსი მოიყვანა, თუმცა ქორწინება 2 წელიწადში განქორწინებით დასრულდა; ტაისონმა ყოფილ მეუღლეს ბრედ პიტთან სექსის დროს შეუსწრო.

"განქორწინების შესახებ განცხადება შევიტანე. მაგრამ სანამ ადვოკატის ოფისში წავიდოდი და ვეტყოდი, რომ ჩემი ცოლი ღორი და ქურდია, თავად რობინის სახლში მივედი. მასთან სექსი მინდოდა. ეს დღე ჩემთვის ძალიან ცუდი იყო. ჯერ რინგზე წარუმატებელი ბრძოლა მქონდა, შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი მეუღლის საწოლში ბრედ პიტი იყო. გავცოფდი... ბრედის სახე უნდა გენახათ, როდესაც დამინახა", - იუმორის გარეშე იხსენებდა შემთხვევას ყოფილი მოკრივე ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა, როგორც ჩანს, ძველმა წყენამ ჩაიარა, რადგანაც პოსტერზე მოკრივემ ავტოგრაფთან ერთად მსგავსი შინაარსის მილოცვა დაურთო - "ვაფასებ შენს გემოვნებას ქალებთან დაკავშირებით. გილოცავ 50 წლის იუბილეს. საუკეთესო სურვილებით მაიკი".

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება