ინდონეზიაში მუსლიმმა ღვთისმეტყველებმა მუსლიმანებს ქრისტიანებისთვის შობის მილოცვა აუკრძალეს

ინდონეზიაში მუსლიმმა ღვთისმეტყველებმა მუსლიმანებს ქრისტიანებისთვის შობის მილოცვა აუკრძალეს

ინდონეზიის პროვინცია აჩეჰის დედაქალაქ ბანდა-აჩეჰის ისლამური მეცნიერების საბჭომ - მუსულმანებს ქრისტიანების შობის ზეიმში მონაწილეობა და მათთვის დღესასწაულის მილოცვა აუკრძალეს.

შობა და ახალი წელი ისლამების აზრით, "ჰარამად" ითვლება, ანუ ისლამური კანონებით აკრძალულია.

ინდონეზიის პროვინცია აჩეჰის კანონმდებლობას საფუძვლად შარიათი უდევს. მუსლიმმა ღვთისმეტყველებმა ქრისტიანული უმცირესობა ზეიმის დროს შარიათის დებულებების დაცვის შესახებ უკვე გააფრთხილეს. საზეიმო ღონისძიებებმა სასტუმროებსა და რესტორნებში მუსულმანები "არ უნდა შეაწუხონ".

ამასთან, მუსულმანები, როგორც წესი, შობისა და ახალი წლის ზეიმში მონაწილეობენ, აღნიშნავს AsiaNews. დამკვირვებლებმა საბჭოს ქმედება ბანდა-აჩეჰში ისლამის რადიკალიზაციის კიდევ ერთ დასტურად შეაფასეს.

მომზადებულია AsiaNews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა