Playboy-ის დამფუძნებელზე ფილმს გადაიღებენ

Playboy-ის დამფუძნებელზე ფილმს გადაიღებენ

კინოაკადემია Warner Bros-მა Playboy-ის დამფუძნებელ ჰიუ ჰეფნერზე ბიოგრაფიული ფილმისთვის რეჟისორი შეარჩია. გადაღებებს დევიდ დობკინი უხელმძღვანელებს.

ამჟამად მხარეები პროექტში მისი მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

სცენარს პიტერ მორგანი წერს, რომელმაც პროექტი თავად ჰიუ ჰეფნერთან უკვე განიხილა. სურათის პროდუსერი ჯერი ვაინტრაუბია.

ჰიუ ჰეფნერზე ფილმის გადაღებას თავიდან კომპანია Universal აპირებდა, მაგრამ პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მას ხელი Warner Bros-მა მოჰკიდა. ჯერჯერობით სურათს ოფიციალური სახელი და გამოსვლის თარიღი არ აქვს. ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, ასევე უცნობია. ცნობილია, რომ Universal მთავარი როლის კანდიდატად რობერტ დაუნი-უმცროსს და ჰიუ ჯეკმანს მოიაზრებდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება