ეთერ გავაშელიშვილი: "სტეფანე მართლა ფანტასტიკური მწვრთნელია"

ეთერ გავაშელიშვილი: "სტეფანე მართლა ფანტასტიკური მწვრთნელია"

ეთერ გავაშელიშვილი "ახალი ხმის" კონკურსანტია, რომელიც სტეფანეს გუნდის წევრი გახლავთ. ის მეორე ლაივშოუს ერთ-ერთი ესემესლიდერია. მწვრთნელს ძალიან მოსწონს და მის განსაკუთრებულ მონაცემებზეც ხშირად ლაპარაკობს.

ეთერი 23 წლის არის. დამთავრებული აქვს "ვალდორფის თავისუფალი" სკოლა, შემდეგ ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯი და ახლა თეატრალური უნივერსიტეტში მუსიკალური დრამის ფაკულტეტზე სწავლობს, მეხუთე კურსელია.

ეთერ გავაშელიშვილი:

- კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს და იმას, რასაც პროექტში ვმღერი, საერთოდ არ მისწავლია.

- ჩემი აზრით, როდესაც ადამიანმა მუსიკის ანბანი იცის, იქ უკვე რაღაცების ლავირება რთული არ უნდა იყოს, თან თუ ნიჭიც აქვს... სტეფანე (მწვრთნელი) თქვენზე იმედებს ამყარებს და მოსწონხართ.

- ვეცდები, რომ იმედები ყველანაირად გავუმართლო...

- მასზე, როგორც მწვრთნელზე, რას იტყვით?

- ყველა კონკურსანტთან ზუსტი მიდგომა აქვს. ბოლომდე სწორად ურჩევს, რა, როგორ და რატომ უნდა იმღეროს, გაითავისოს და საკუთარი თავი როგორ წარმოაჩინოს. მართლა ფანტასტიური მწვრთნელია.

- ეს პროექტიც ხომ ამას ემსახურება, რომ თითოეულმა მონაწილემ საკუთარი თავი წარმოაჩინოს და მის ნამღერში მსმენელმა "მეორე" სტეფანე, მაია, დათო და ლელა არ ამოიცნოს. მათი გავლენა არ იგრძნობოდეს.

- კი, სტეფანე ძალიან გვეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენასა და მეტად გახსნაში…

- თავიდან საერთოდ რატომ გაგიჩნდათ ამ პროექტში მონაწილეობისა და ჩართვის სურვილი? რამ მიგიზიდათ?

- ზოგადად მუსიკალური პროექტები, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან, არ მიყვარს და არ მიზიდავს, მით უფრო, რომ ყველაფერს ესემესები წყვეტს, მაგრამ ამ პროექტის ფორმატი მომწონს, მართლა საინტერესოა. ამიტომ ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ძალიან მიხარია, რომ გავედი, არ ვნანობ. ჩემს ცხოვრებაში ''ახალი ხმის''  წყალობით, ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მართლა ფანტასტიკური ხალხი გავიცანი. ვერ წარმოიდგინეთ, როგორ ვგრძნობ უცხო ადამიანების სიყვარულს. "ფეისბუქზე" თბილ სიტყვებს მწერენ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- როგორც კონკურსანტი, როგორ ფიქრობთ, რამდენად პერსპექტიული პროექტია... მასში მონაწილეობის შემდეგ, რა წინსვლა ექნება თითოეულ თქვენგანს?

- თითოეული კარგად ვაცნობიერებთ, რომ ერთი გაიმარჯვებს. იმას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ იქნება. ზოგადად პროექტი კი დიდ პერსპეტივას იძლევა: ხალხმა გაგვიცნო, ადამიანებთან სხვა ურთიერთობას ვსწავლობთ, სხვანაირ გამოცდილებას ვიღებთ...

- კარგია, რომ ასე ოპტიმისტურად ხარ განწყობილი.

- იმიტომ, რომ ამ პროექტით არ დაწყებულა ჩემი მუსიკალური კარიერა და არც ამით დასრულდება. ეს არის ჩემი ცხოვრების საინტერესო ეტაპი, რომელიც მჭირდება!

ერთი რამ არის, ნიჭიერი ადამიანი სახლში არასდროს დაჯდება. პატარა ბარი იქნება თუ რესტორანი, იქ იმღერებს, ან საზღვარგარეთ წავა. მჯერა, რომ შრომა ყველას დაუფასდება…

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება