მიხეილ ხოდორკოვსკიმ კოლონია დატოვა

მიხეილ ხოდორკოვსკიმ კოლონია დატოვა

"იუკოსის" ყოფილმა შეფმა, მიხეილ ხოდორკოვსკიმ კოლონია დატოვა. ამის შესახებ რუსულ მედიას ხოდორკოვსკის ადვოკატმა, ვადიმ კლიუვგანტმა განუცხადა.

"ახლახან მივიღეთ ინფორმაცია კოლონიის ხელმძღვანელობისგან, რომ მიხეილ ხოდორკოვსკი გაათავისუფლეს და მან კოლონია უკვე დატოვა",-აღნიშნა ადვოკატმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას "იუკოსის" ყოფილი მფლობელის, მიხეილ ხოდარკოვსკის შეწყალების შესახებ.

"ვიხელმძღვანელეთ რა ჰუმანური პრინციპებით, ვადგენთ: შეწყალებულ იქნას მიხეილ ხოდორკოვსკი. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში სცნო დამნაშავედ და მეორედ გაასამართლეს. მიხეილ ხადორკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა