"ის სამოსი ჩავიცვი, რაც მიხდებოდა" - ლიკა ლაბაძის პირველი კომენტარი მკერდის სკანდალზე (ექსკლუზივი)

"ის სამოსი ჩავიცვი, რაც მიხდებოდა" - ლიკა ლაბაძის პირველი კომენტარი მკერდის სკანდალზე (ექსკლუზივი)

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო შოუზე, რომელსაც "ცირკის ტური" ერქვა და მაყურებელმა ბევრი საინტერესო და მძაფრი ეპიზოდიც იხილა (ვარსკვლავებს ცხოველებთან ერთად მოუხდათ ცირკის არენაზე გამოსვლა), აჟიოტაჟი სულაც არ გამოუწვევია. ხმაურისა და საზოგადოების "აღშფოთების" მიზეზი ერთ-ერთი წამყვანის, ლიკა ლაბაძის თამამი კაბა აღმოჩნდა, სადაც წამყვანს მკერდი ოდნავ მეტად უჩანდა...

მოკლედ, დილიდან სოციალური ქსელი ლიკას ფოტოთი და მასზე გაკეთებული კომენტარებით გადაჭრელდა. ზოგი იმასაც წედა, რომ რადგანაც კონკურენტ შოუში ("ნიჭიერი") ცოტა ხნის წინ, ხატია ბუნიათიშვილის მკერდზე ატყდა ხმაური, ახლა ამათაც გადაწყვიტეს, რომელიმე წამყვანისთვის თამამი სამოსი ჩაეცმიათ და ეს შოუს ნაწილად ექციათო.

"ამბები.გე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.

- ნოე, ლიკა ლაბაძის თამამი კაბა და შესაბამისად მისი მკერდი, საზოგადოების აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. შოუს ნაწილი იყო ის, რომ ლიკა ასეთი თამამი სამოსით გამოჩენილიყო გადაცემაში?

- საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შოუში ყველა, ვინც კადრში ჩანს, კარგად გამოიყურებოდეს. ეს იქნება ვარსკვლავი, პროფესიონალი მოცეკვავე, ჟიურის წევრი თუ წამყვანი. ამიტომ შეიძლება ნებისმიერს ეცვას ორიგინალური ტანსაცმელი, რათა იყოს ელეგანტური. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ... და ლიკა ლაბაძის მკერდის ოდნავ თამამ გამოჩენაში ტრაგიკული რა ნახეთ?

- იმასაც ამბობენ, რომ კონკურენტ შოუში რადგანაც ხატია ბუნიათიშვილის მკერდმა ცოტა ხნის წინ აჟიოტაჟი გამოიწვია, გადაწყვიტეთ, რომ რომელიმე წამყვანისთვის თამამი სამოსი ჩაგეცმიათ...

- სიმართლე რომ გითხრათ, იმას ნამდვილად არ ვაქცევთ ყურადღებას, კონკურენტ შოუში ვინ როგორ იმოსება. თუ დააკვირდებით, ყველა გადაცემაში, ჩვენს წამყვანებს ორიგინალურად აცვიათ. სულ სხვადსხვანაირი და გემოვნებიანი კოსტიუმები აცვიათ... რაც შეეხება ლიკას კონკრეტულ კაბას, მასში არაფერია განსაკუთრებული, მით უფრო, რომ ასეთი იყო დიზაინერების გადაწყვეტილება და ბრავო "ზენკას და მარის", ჩვენ მოგვწონს მათი ნახელავი. თუ რამდენად უხდება ამა თუ იმ წამყვანს მათი შექმნილი კოსტიუმები, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია.

ლიკა ლაბაძე:

- რაც დილიდან ჩემ გარშემო ხდება, ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებ და მეცინება... ის სამოსი ჩავიცვი, რაც მიხდებოდა. არასდროს მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ვულგარულად გამოვიყურებოდე. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა და როგორ ჩავიცვა. ვულგარული იმიჯით ვერც დილის ეთერში მნახავთ და საერთოდ, ვერსად. ვცდილობ, შესაბამის ფარგლებში ჩავჯდე.

ისე კი, ვფიქრობ, რომ ასეთ "გლამურულ", მასშტაბურ და ვარსკვლავურ შოუს ჩემი ჩაცმულობა ძალიან უხდებოდა. შეიძლება ვინმესთვის მიუღებელია ის, მაგრამ რომ არ მომეხდინა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. გული იმაზე მწყდება, რომ ამაზე ამხელა ამბავი ატყდა. როგორც ჩანს, ხალხს საქმე არ ელევა და ამაზე ლაპარაკით არ იღლება.

- სოციალურ ქსელში დილიდან აქტიურად წერდნენ თქვენზე სხვადასხვანაირ კომენტარებს...

- სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ. როგორც ჩანს, ადამიანებს საქმე არ აქვთ და მთელი დღე სხედან და წერენ. სხვისი ცხოვრების განხილვას უდიდეს დროს უთმობენ... ამ შემთხვევაში კი სერიოზულად ეშლებათ, კაბა მგონი, რომ მიხდებოდა...

წუხელ სახლში 2-ის ნახევარზე მოვედი, დღეს დილის ეთერი მქონდა და 5-ზე ავდექი. მერე მოვედი სახლში და აქამდე მეძინა (ინტერვიუ ერთი საათის წინ არის ჩაწერილი. - ავტ.)

საერთოდ, კარგი ინტუიცია მაქვს და დილიდან ვგრძნობდი, რომ ჩემს თავზე რაღაც "დიდი ღუბელი" გროვდებოდა, მაგრამ ისიც შეგნებული მაქვს, რომ ეს ყველაფერი შოუბიზნესის ნაწილია და უნდა გავუძლო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: ლიკა ლაბაძის მკერდმა ხატია ბუნიათიშვილის სკანდალი გადაფარა (+3 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება