3 ყველაზე სექსუალური მამაკაცი მოდელი

3 ყველაზე სექსუალური მამაკაცი მოდელი

ეს 3 მამაკაცი მოდელი მსოფლიოში ყველაზე სასურველი, სიმპათიური და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები არიან, რომლებსაც თითქმის ყველა გავლენიანი მოდის ჟურნალების გარეკანი დაუმშვენებიათ.

ბენ ჰილის სიმაღლე 188 სანტიმეტრია; თმის ფერი ყავისფერია და თვალის ფერი ლურჯი. ბენი პოზირებს ისეთი პოპულარული ბრენდების სარეკლამო ფოტოსესიებში როგორიცაა: Calvin Klein, Jimmy Choo, Hugo Boss, Giorgio Armani, Kenzo და Louis Vuitton.

28 წლის ესპანელი მოდელი ჯონ კორტაიარენა აგენტმა 2003 წელს აღმოაჩინა. ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ კოლეგებთან ნამდვილი ომი გააჩაღა იმისთვის, რომ ჯონი ფოტოსესიაზე თავად დაეთანხმებინა. 188 სმ სიმაღლის სექსუალური მოდელი მოგვიანებით კარლ ლაგერფილდმა მიიწვია და ახალი კოლექციის რეკლამირება მას მიანდო. ის თანამშრომლობს ისეთ გავლენიან მოდის სახლებთან როგორიცაა Valentino, Giorgio Armani და Chanel. ამასთან, ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ის მსოფლიოში 10 ყველაზე გავლენიან მოდელ მამაკაცთა სიაში შეიყვანა. თუმცა, ჯონი წარმატებას მხოლოდ პოდიუმზე არ აღწევს, მისი გარეგნობით ჰოლივუდშიც მოიხიბლნენ და 2009 წელს ფილმში "მარტოხელა კაცი" გადაიღეს. მას პარტნიორობას მსახიობები კოლინ ფერტი და ჯულიანა მური უწევდნენ. ნამუშევარი ოსკარზეც იყო ნომინირებული.

რაც შეეხება 29 წლის დანიელ მოდელს მატიას ლაურიდსენს, მისი სიმაღლე 189 სანტიმეტრია და შესაშური ტანადობა აქვს. მატიასი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა და მთავარი სახე იყო ისეთი ბრენდებისა და მოდის სახლების როგორიცაა Gucci, Christian Dior, Hermes, Calvin Klein, Marc Jacobs, Lacoste, Kenzo და Hugo Boss. ინტერვიუებში ამბობს, რომ ყველაზე მეტად იმით ამაყობს, რომ პოპულარობასა და ფინანსურ წარმატებას მისი პიროვნება არ შეუცვლია; თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში, ფილმების ყურება და ხატვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

ჯულიო ბერუტი - ქალების რჩეული იტალიელი მსახიობი

ქალების გულთამპყრობელი 8 იტალიელი კაცი მსახიობი

ალენ დელონი - ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა

მომზადებულია models.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება