რომელია სარა ჯესიკა პარკერის საყვარელი სერია სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"

რომელია სარა ჯესიკა პარკერის საყვარელი სერია სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"

სერიალ "სექსი დიდ ქალაქშის" ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი  სატელევიზიო შოუ Watch What Happens: Live-ში იმყოფებოდა. მსახიობმა ბლიც-კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა მსახიობის საყვარელი სერიის შესახებ სერიალიდან "სექსი დიდ ქალაში".

პარკერმა საყვარელ სერიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად მოსწონს პირველი სეზონის მეოთხე სერია, სახელწოდებით - Valley of the Twenty-Something Guys.

შეგახსენებთ, რომ ამ სერიაში პარკერის გმირი, ქერი ბრედშოუ ხვდება თავის "ოცნების მამაკაცს", თუმცა მორიგ რომანს აბამს ახალ ნაცნობთან, რომელიც მასზე ბევრად უმცროსია.

სარა ჯესიკას ჰკითხეს, იგეგმება თუ არა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი "სექსი დიდ ქალაქშის" გადაღება, რაზეც მსახიობმა უპასუხა, რომ  "არის ისტორია, რომლის მოყოლაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე მოვყვებით".

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება