როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი

როგორ აღმოჩნდა კინოში ქართველი პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი

ვანიკო თარხნიშვილი, ცნობილი ქართველი პრომოუტერი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, ეს სიტყვა საქართველოში პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა, მაკა ასათიანის კომპანიის ორგანიზაციული საკითხებით იყო დაკავებული, პირველად სწორედ მან დაიწყო ე.წ. ''ივენთების'' ორგანიზება, ჟურნალისტებთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. თუმცა რატომღაც წლების წინ საქართველოდან გაუჩინარდა და მის შესახებ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში აფრიკაში ცხოვრობდა. გასულ წელს ვანიკო თბილისში დაბრუნდა, თუმცა პრესასთან ურთიერთობა ძველებური სიხშირით აღარ მოინდომა. ვანიკოს კინო ''რუსთაველში'' გადაღებებზე შევხვდით, სადაც მას, არც მეტი, არც ნაკლები, ახალ ფილმში ''ჩემი ცოლის დაქალი კინოში'' იღებენ. მას აქვს პროდიუსერის როლი, რომელმაც, ''ქიციც იცის და ქიცმაცურიც''. მონატრებული რესპონდენტი დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია.

- ვანიკო, კინოში როგორ აღმოჩნდი? ქიციც იცი თურმე და ქიცმაცურიც.

- ოოო, ეს ძალიან მაგარი ამბავია. თავიდან რომ შემომთავაზეს ფილმში მონაწილეობა, ძალიან გამიკვირდა. არასდროს მქონია ასეთი გამოცდილება და საერთოდ გონზე არ ვიყავი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. იდეით კი დავმუღამდი, მაგრამ ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი. პროფესიონალიზმიც სწორედ ეს არის, გიორგი ლიფონავამ იმდენად კარგად იცის თავისი საქმე, რომ ერთ წუთში ამიხსნა, რა უნდოდა ჩემგან. ასეთი გამოწვევა, ინტერესი, მუღამი, ვნება სხვა კიდევ რა საქმიანობისადმი უნდა მქონდეს, არ ვიცი. გადაღებები თითქმის ყოველდღეა და თუკი რომელიმე დღეს ჩააგდებენ, დეფიციტი მაქვს. ახლა ჩემთვის ნომერი პირველი პრიორიტეტული საქმე ეს არის.

- როგორც ჩანს, ფილმში ხშირად გამოჩნდები, რადგან ასეთი ინტენსიური გადაღებები გაქვს.

- როლზე ძალიან ბევრს ვერ ვილაპარაკებ და არ მიწყინოთ. ეს ფილმის ავტორების პრეროგატივაა და მით უმეტეს, ეკრანებზე მალე გამოვა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მაქვს, პროდიუსერის.

- თავად ხარ ამ სერიალის მაყურებელი?

- საერთოდ, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ თუკი რაიმე მაქვს ნანახი ქართულ ტელესივრცეში, სწორედ ეს სერიალია (იღიმის). ძალიან პროფესიონალურად არის გაკეთებული. სანამ კინოში შემომთავაზებდნენ გადაღებას, მანამდეც დაინტერესებული ვიყავი ''ჩემი ცოლის დაქალებით'', რადგან ბიზნესი, სადაც მე ვარ ჩართული, გარკვეულწილად კინოს უკავშირდება. გვაქვს პორტალი, სადაც ფილმები იდება. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იქ წამყვან ადგილზეა, ყველა უყურებს. როცა ვნახე, როგორი გუნდი მუშაობს ამ პროექტზე, აღარც მიკვირს, რომ ასეთი პოპულარული და წარმატებულია.

- კამერის წინ არ გეხამუშა დადგომა?

- როცა რეჟისორი სწორ ინსტრუქციას გაძლევს, მთავარია, მიჰყვე.

- ტექსტების დამახსოვრებაც არ გაგიჭირდა?

- (იცინის) ტექსტების დამახსოვრებაზე გეტყვით, რომ იყო ერთი წინადადება, რომელზეც მაგრად ''გავჭედე''. მგონი, ჩემ გამო ათი დუბლი მაინც გადაიღეს. ახლაც რომ გავიხსენო, მაინც ვერ ვიტყვი ბოლომდე. რაღაც კარმა იყო, მგონი, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვეულებრივი ამბავია.

- მსახიობებს თუ იცნობდი, სანამ გადაღებებზე მიხვიდოდი?

- რამდენიმე ჩემი ახლობელი თამაშობს ამ სერიალში, მაგალითად, დათო დარჩია. მე და გიორგი პოპიაშვილი ვართ ახალბედები და ერთმანეთს ვეხმარებით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება