ჟოზე მანუელ ბაროზუ - უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ჟოზე მანუელ ბაროზუ - უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა.

"ჩვენ ვერ ვხედავთ კიევის მისწრაფებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან მიმართებაზე და არ მივიჩნევთ საჭიროდ მოლაპარაკებების გამართვას, რომელზეც ჩვენს პარტნიორებს მკაფიო პოზიცია არ აქვთ. "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" სამიტზე, ვილნიუსში ორჯერ ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, კიევში ვიზტით იმყოფებოდა უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი კი ბრიუსელს სტუმრობდა. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ ვერ დავინახეთ უკრაინის ხელისუფლების მკაფიო პოზიცია ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებაში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი 21 ნოემბერს თქვა, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა