ბარაკ ობამამ თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

ბარაკ ობამამ თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2013 წელი ყველაზე უარესი იყო მის საპრეზიდენტო კარიერაში. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა პირმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ბარაკ ობამამ იმედგაცრუება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის გამო, რომ ვერ მოხერხდა იმიგრაციისა და იარაღის კონტროლის გამკაცრების ზომების გატარება. თუმცა, ოპტიმისტურად შეაფასა ეკონომიკური მდგომარეობა. 

კითხვაზე, თუ რომელი იყო ობამას აზრით, 2013 წელს დაშვებული მისი ყველაზე დიდი შეცდომა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იყო ჯანდაცვის რეფორმასთან, ე.წ. ობამაქეასთან  დაკავშირებული წარუმატებელი სტარტი.

"რამდენადაც მე ვარ პასუხისმგებელი, უნდა ვთქვა, რომ ჩავფლავდით", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრესკონფერენციაში ბარაკ ობამა ასევე შეეხო ამჟამად რუსეთში მცხოვრები, აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტის, ედვარდ სნოუდენის საკითხს. მისი თქმით, სნოუდენმა "ზედმეტი ზიანი" გამოიწვია. თუმცა, ამასთან, ობამას არ დაუკონკრეტებია შეეხება თუ არა სნოუდენს ამნისტია.

ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელი გარდამტეხი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

"მომავალ წელს ჩვენ გაძლიერებული ეკონომიკით ვხვდებით", - განაცხადა ობამამ.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ოჯახი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჰავაიზე გაემგზავრნენ, სადაც შობას შეხვდებიან.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა