როგორ შემოირიგა ერთი თვით გაბუტული ცოლი ონისე ონიანმა

როგორ შემოირიგა ერთი თვით გაბუტული ცოლი ონისე ონიანმა

ონისე ონიანს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის წინ ვესტუმრეთ. „მთვრალი ალუბალი“, ასე ჰქვია ლევან წულაძის სპექტაკლს, რომელშიც მსახიობი მიმტანს თამაშობს. მოქმედება კაფეში ხდება. სხვანაირი მიმტანი ვარ, ფერადოვანიო, მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ჩვენმა რესპონდენტმა.

- ძალიან ბევრი რამ ხდება სპექტაკლში. სიყვარულიც არის, იმედგაცრუებაც, გაქცევა, შერიგება, ქორწინება. ამ სპექტაკლის ნახვისას იტირებთ კიდეც და იცინებთ კიდეც. ამას წინათ ერთი ახლობელი, რომელიც ბანკში მუშაობს, მეუბნება, აღარ მინდა ბანკში მუშაობა, ასეთი კაფე უნდა მოვნახო სადმე და დავიწყო მუშაობაო.

- ონისე, ჩვენი ბლიცინტერვიუს პრინციპი ასეთია, მე ვიწყებ წინადადებას, შენ ამთავრებ.

- კი ბატონო, გისმენ.

- რომ დავიბადე...

- ზაფხული იყო, 27 აგვისტო.

- თოფის სროლაც იყო?

- არა. თურმე ჩემს მშობლებს ჩემი მოშორება უნდოდათ. დედაჩემი ექიმთან რომ წასულა ჩემ მოსაშორებლად, კბილი ჰქონია გასივებული და ექიმმა უარი უთხრა. მოკლედ, დედაჩემის მტკივანმა კბილმა გადამარჩინა.

- თვალს ვხუჭავ, როცა...

- როცა მეძინება (იცინის)...

- სხვა თვალის დახუჭვაზე გეკითხები.

- ერთი რამ ვისწავლე ნამდვილად - მოთმინება. ადრე პირდაპირ მივახლიდი პირში, რასაც ადამიანზე ვფიქრობდი. ახლა, სანამ რამეს ვიტყვი, ათამდე დათვლა ვისწავლე. ზოგჯერ ასამდეც ვითვლი და თუ გადამივლის, აღარ ვიტყვი, თუ არადა მაინც ვამბობ.

- ონიანზეც ჭრის ეს მეთოდი?

- ხანდახან ჭრის (იცინის).

- გული მტკივა...

- როცა ისე არ ხდება, როგორც მე მინდა. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა გულით გინდა რაღაც და არ გამოდის. მერე ამ შენს სურვილს სულ სხვა ადამიანში წააწყდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება