ქეთი ხატიაშვილი - "ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ჩერ­ტ­კო­ე­ვი დუ­ტა მე­გო­ნა"

ქეთი ხატიაშვილი - "ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ჩერ­ტ­კო­ე­ვი დუ­ტა მე­გო­ნა"

პროექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის" კონ­კურ­სან­ტი ქე­თი ხა­ტი­აშ­ვი­ლი პრო­ექ­ტ­ში ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­ვ­და და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც სწო­რედ ამ გა­და­ცე­მით გა­იც­ნო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით ის ამ კონ­კურ­სის ფა­ვო­რი­ტია და გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვის.

- ქეთი, რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ?

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად "ა­მოაბ­რუნა" - შე­იც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გან­რი­გი, დას­რულ­და ის სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ად­რე ვმუ­შა­ობ­დი, თუ მა­ნამ­დე ბევრი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და, ახ­ლა ბავშვს ბაღ­ში მი­ვიყ­ვან თუ არა, რე­პე­ტი­ციაზე გავ­რ­ბი­ვარ. ოჯა­ხის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბა დრო, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია. ამ­დენ პო­პუ­ლა­რულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ან­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- მო­გე­წო­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა?

- ეს ჩე­მი თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, ქუ­ჩა­ში ხალ­ხი გა­ღი­მე­ბუ­ლი რომ მხვდე­ბა და სა­ქე­ბარ სიტყ­ვებს არ იშუ­რე­ბენ. ისე კი, ცხოვ­რე­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რ­ძე­ლებ, პო­პუ­ლა­რო­ბას არ შე­ვუც­ვ­ლი­ვარ.

- მე­უღ­ლე არ გსაყ­ვე­დუ­რობს, ნაკ­ლებ დროს რომ უთ­მობ ოჯახს?

- ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მი­მი­ღია, თა­ვი­დან­ვე შე­ვა­თა­ნხ­მე ოჯახ­თან. რაც პრო­ექ­ტი და­იწყო, მე­უღ­ლე გვერ­დ­ში მიდ­გას და იმე­დი აქვს, რომ გა­ვი­მარ­ჯ­ვებ!

- არც ეჭ­ვი­ა­ნობს, ასე­თი ლა­მა­ზი ცო­ლი რომ ჰყავს, ამ­დე­ნი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი რომ გა­მო­გიჩ­ნ­და?

- ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებთ ერ­თ­მა­ნეთს, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თ­მა­ნეთ­ზე არ ვეჭ­ვი­ა­ნობთ. ყველამ იცის, ქმა­რი რომ მყავს. შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლიც იქ­ნე­ბა, გათხო­ვილ ქალს სა­ჩუქ­რე­ბი რომ გა­უგ­ზავ­ნონ. სხვა­თა შო­რის, მი­ხა­რია, ადა­მი­ა­ნი ზრდი­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში რომ გა­მო­ხა­ტავს სიმ­პა­თი­ას, ჩემს ქმარს, ლე­ვან­საც კი ამ­ხ­ნე­ვე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

- ბო­ლო ტურ­ი შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი ყო­ფი­ლი­ყო შენ­თ­ვის - აუტ­სა­ი­დერ­თა შო­რის იდე­ქი, რას გა­ნიც­დ­იდი?

- ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, რად­გან ჩემ­თან ერ­თად აუტ­სა­ი­დე­რი იყო თა­კო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი - საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი. ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, გო­ჩა ჩერ­ტ­კო­ე­ვი დუ­ტა მე­გო­ნა (ი­ცი­ნის). სა­ნამ არ გა­ვი­გეთ, რომ "ბი-ბი-სის" გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ორი­ვე ვრჩე­ბო­დით პრო­ექ­ტ­ში, მა­ნამ­დე არა­ფე­რი მეს­მო­და...

- ვის მი­იჩ­ნევ კონ­კუ­რენ­ტად?

- ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ, რად­გან ძლი­ე­რი ოთხე­უ­ლი დავ­რ­ჩით - თა­ნა­ბა­რი შან­სე­ბი გვაქვს. სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბაც იმი­ტომ გვაქვს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ თა­ვი.

- გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ზე რას იტყ­ვი?

- გი­ორ­გის და ჯუ­ლი­ა­ნას წყვი­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ძლი­ე­რე­ბი არი­ან და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- ფიქ­რობ, რომ გა­ი­მარ­ჯ­ვებ?

- არ დავ­მა­ლავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ ამის­თ­ვის.

- თა­ვი­დან, რო­ცა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­თა სია ცნო­ბი­ლი გახ­და, ით­ქ­ვა, რომ სო­ფო ნი­ჟა­რა­ძეს ჰქონდა მოგების შანსი, შე­ნი აზ­რით, პრო­ექ­ტი რომ არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, სო­ფო დღეს იქ­ნე­ბო­და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­ში"?

- სო­ფოს ძა­ლი­ან ცუ­დი რამ შე­ემ­თხ­ვა და მომ­ხ­რე ვი­ყა­ვი, თუნ­დაც ორი ტუ­რის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო პრო­ექ­ტ­ში, მაგ­რამ, ეტყო­ბა, თვი­თონ აღარ ისურ­ვა... მჯე­რა, რომ ის იქ­ნე­ბო­და პრო­ექ­ტ­ში, რად­გან ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ბე­ლი წყვეტს.

- რო­გორ გა­აგ­რ­ძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, თუ გაიმარჯვებ?

- ისევ ისე გა­ვაგ­რ­ძე­ლებ, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ახა­ლი წე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში!..

ესაუბრა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება