რა საფრთხეს ხედავს სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაში?

რა საფრთხეს ხედავს სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაში?

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ეკა ზღულაძის ქმარი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებას ეხმაურება.

"2010 წელს პირდაპირი წესით არჩეული მერი ღამით მორჩილმა მოსამართლემ თანამდებობიდან დროებით გადააყენა. აღმაშფოთებელი და სურეალისტური. ეს საქართველოს საოცნებო მთავრობის ჭეშმარიტ ბუნებას წარმოაჩენს...

მართლა მაინტერესებს, როგორ მიასაღებენ ამას ალასანია და უსუფაშვილი საერთაშორისო არენას: პირდაპირი წესით არჩეული დედაქალაქის მერი, სასამართლოს მიერ გადაყენებული, შუა ღამეს, დახურულ კარს მიღმა, მხარეთა მოსმენის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება... ვარაუდობ, რომ ისინი შეეცდებიან (ეს მათი მოვალეობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უსარგებლონი არაინ), მაგრამ ეს ძალიან მალე აღარ იმუშავებს, თუ მთავრობა ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეჩერდება... გასაოცარი სიბრიყვე თუ მანკიერი გზა საქართველოს დარწმუნებისა, საბოლოოდ დედა რუსეთს დაუბრუნდეს...

თბილისში 5 წელი გავატარე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობაში. ამრიგად, უკანასკნელი რამ, რაც მსურს, ამ პროცესის შეწყვეტა ან შენელებაა. მათ გასაგებად უთხრეს ბილდტმა, სიკორსკიმ, ფულემ, ვან რომპეიმ და სხვებმა რა შედეგები დადგებოდა, თუ ისინი ამ სიგიჟეს არ შეწყვეტდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს საერთოდ არ ადარდებთ, პირიქით, ისინი აჩქარებენ სადამსჯელო ღონისძიებებს. ამიტომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობობილი. სიგიჟის არსი კი იმაში მდგოამერობს, რომ მათ მართლაც შეეძლოთ ამ ყველაფრის თავიდან აცილება. მათ არავინ ემუქრება, ორ არჩევნებში გაიმარჯვეს...

მოკლევადიანი სტრატეგია ნათელია და ის საშუალოვადიან მარცხთან მიდის...

როგორც ყოველთვის, საბოლოოდ გააზრება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ვითარება იმდენად ცუდი იქნება, რომ ძალიან გაჭირდება ყველაფრის შეცვლა, ძლიერი რეაქციაც მეტისმეტად დაგვიანებული იქნება... თავიდან მათი შეჩერებისა და შეზღუდვის შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ახლა ეს უფრო რთულია, მოგვიანებით კი საერთოდ შეუძლებელი იქნება", - წერს გლუკსმანი.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ შაბათს შეუჩერა.

პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლემ მხარეთა წარმომადგენლების დაუსწრებლად, აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო.

21 დეკემბერს, გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, 50 ათასი ლარი შეეფარდა. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: ეკა ზღულაძის სამსახურებრივი და პირადი...

ვინ არის ეკა ზღულაძის მეორე ქმარი?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს