ჩინეთში შვიდი ბავშვი ჰეპატიტზე ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა

ჩინეთში შვიდი ბავშვი ჰეპატიტზე ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა

ჩინეთში შვიდი ბავშვი B ჰეპატიტზე ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა. ბავშვებს აცრა კომპანია Shenzhen Kangtai-ს დამზადებული პრეპარატით გაუკეთეს. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბავშვები პრეპარატის გამოყენების გამო არ გარდაცვლილან.

ამჟამად, ქალაქ შენზენის ადმინისტრაცია ტრაგედიის მიზეზებს იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ამ ტიპის სამედიცინო პრეპარატის წარმოება ახლახან დაიწყეს. ამასთან, პაციენტებში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, საგანგებო დახმარების სქემა არ არის შემუშავებული.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა