ქარ­თ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ამ­პ­ლუ­ა­ში

ქარ­თ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ამ­პ­ლუ­ა­ში

რეს­ტო­რან "და­უნ­თა­უნ­ში" საქ­ველ­მოქ­მე­დი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. "მა­გი­და ქმე­დე­ბის­თ­ვის" - ასე ერ­ქ­ვა აქ­ცი­ას, რო­მელ­შიც მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მათ ერ­თი სა­ღა­მო მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სია მო­ირ­გეს და რეს­ტო­რან­ში მი­სულ სტუმ­რებს სწო­რედ ისი­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. კო­ტე თო­ლორ­და­ვა, ნი­ნო ლე­ჟა­ვა, ბე­სო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ნი­ნო მუმ­ლა­ძე, ვა­ხო ნო­ზა­ძე, თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე, მაია ხორ­ნა­უ­ლი - ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი კოჯ­რის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ერ­თი დღით მიმ­ტა­ნე­ბი გახ­დ­ნენ.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და იდე­ის ავ­ტო­რი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პი­არმე­ნე­ჯე­რი თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი:

-  და­ვუ­კავ­შირ­დით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს და გა­მო­ვითხო­ვეთ იმ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის სია, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ. გა­მო­ი­ყო ორი - მარ­ტყო­ფი­სა და კოჯ­რის. მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს კოჯ­რის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­თან. რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, იქ ვის­ვე­ნებ­დი, სწო­რედ ჩვენს გვერ­დით იყო ეს სახ­ლი. სე­ირ­ნო­ბი­სას ბავ­შ­ვე­ბი სახ­ლის ღო­ბეს­თან მო­დი­ოდ­ნენ და თით­ქოს გვეპ­რან­ჭე­ბოდ­ნენ. აღ­მ­ზ­რ­დელს ვკითხე, რას აკე­თე­ბენ-მეთ­ქი. მან კი მი­პა­სუ­ხა, ამათ ჰგო­ნი­ათ, რომ მათ წა­საყ­ვა­ნად მოხ­ვე­დით და თავს გა­წო­ნე­ბე­ნო. ეს სიტყ­ვე­ბი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დარ­ჩა და ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ხე­ლი გა­მე­მარ­თა. ჩემ­თ­ვის ეს იყო შან­სი, თე­ატ­რის სა­ხე­ლით მე­მოქ­მე­და და ჩვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩა­მე­ბა ამ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში. შე­მო­სუ­ლი თან­ხა არ და­ი­ბეგ­რე­ბა და მთლი­ა­ნად გა­და­ე­რიცხე­ბა ამ სახლს. ეს რეს­ტო­რა­ნი დაგ­ვეხ­მა­რა და მე­ტიც: და­ი­ბა­და ახა­ლი იდეა, რომ ეს აქ­ცია კვლა­ვაც გაგ­რ­ძელ­დეს რეს­ტორ­ნის ვა­კის ფი­ლი­ალ­ში და იქი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა უკ­ვე მარ­ტყო­ფის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა სახლს გა­და­ე­რიცხე­ბა.

მსა­ხი­ო­ბებ­მა ახა­ლი პრო­ფე­სია მარ­თ­ლაც რომ ჩი­ნე­ბუ­ლად მო­ირ­გეს და აქ­ცი­ა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ;

კო­ტე თო­ლორ­და­ვა:

-  სუ­ლი­თა და გუ­ლით მი­ვე­სალ­მე­ბი მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს და მი­მაჩ­ნია, რომ რაც უფ­რო ხში­რად გა­ი­მარ­თე­ბა ასეთი სა­ღა­მო­ე­ბი, მით უკე­თე­სია. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ვი­საც ვეხ­მა­რე­ბით და, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. იქ, სა­დაც სი­კე­თე და ქველ­მოქ­მე­დე­ბაა, ყო­ველ­თ­ვის მზად ვარ, მეც ვი­ყო. ჩვე­ნი თე­ატ­რის სა­ა­მა­ყოდ მინ­და ვთქვა, რომ მგო­ნი პი­ო­ნე­რე­ბი ვართ და მსგავ­სი აქ­ცია თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პირ­ვე­ლად მო­ეწყო.

ნი­ნო მუმ­ლა­ძე:

-  თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც და­ი­წე­რა ამის შე­სა­ხებ და ამ­დენ­მა გა­მო­ცე­მამ გა­ა­შუ­ქა, ვფიქ­რობ­დი, ცო­ტა ზედ­მე­ტად ხომ არ ვყვი­რით, რომ სი­კე­თეს ვა­კე­თებთ-მეთ­ქი, მაგ­რამ რო­დე­საც კარგ საქ­მეს აკე­თებ, ჯო­ბია, სხვა­საც აჩ­ვე­ნო. ერ­თ­მა­ნეთს კარგ საქ­მე­ში უნ­და მივ­ბა­ძოთ.

ნი­ნო ლე­ჟა­ვა:

-  არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნი, ვინც ამა­ში არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვფიქ­რობ, უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი უნ­და გახ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და სხვა თე­ატ­რებ­მაც უნ­და მოგ­ვ­ბა­ძონ. სულ პა­ტა­რა წვლი­ლი მა­ინც შე­ვი­ტა­ნოთ მა­თი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. არა მარ­ტო კოჯ­რის ბავ­შ­ვ­თა სახლს უნ­და და­ვეხ­მა­როთ, არა­მედ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ძა­ლი­ან უჭირს. არ არ­სე­ბობს ქარ­თ­ვე­ლი, ვინც ამა­ზე უარს იტყ­ვის.

აქცია და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათს გაგ­რ­ძელ­და. შეკ­ვე­თე­ბიდან და შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­დან შე­მო­სულ­მა თან­ხამ 3.600 ლა­რი შე­ად­გი­ნა. იგი მთლი­ა­ნად კოჯ­რის ბავ­შ­ვ­თა სახლს გა­და­ე­რიცხა.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება