ისრაელი ახალ უპილოტოს ცდის

ისრაელი ახალ უპილოტოს ცდის

ებრაული კომპანია Tactical Robotics Ltd-ის მიერ შექმნილი ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უპილოტო საფრენი აპარატის საფრენოსნო გამოცდები დაიწყო. სამხედრო დანიშნულების უპილოტოს მართვა როგორც მიწაზე მყოფ ოპერატორს, ასევე ავტოპილოტს - მასში წინასწარ ჩადებული მარშრუტის მეშვეობით შეუძლია.

ახალი AirMule-ის მთავარი დანიშნულება ტვირთის გადატანა და ბრძოლის ველიდან დაჭრილების ევაკუაციაა. უპილოტოს 640 კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია. მძლავრი ძრავების წყალობით, AirMule მაქსიმალურ 180 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

კორპუსის შიგნით დამალული ხრახნები უპილოტოს ვერტიკალურ აფრენა-დაფრენას უზრუნველყოფენ. ამ ფუნქციის წყალობით, აპარატს დაშვება და მასზე დაკისრებული ამოცანის შესრულება ქალაქის ქუჩებშიც შეუძლია. ამავდროულად კორპუსის შიგნით მოთავსებული ხრახნები დაზიანებებისგან უფრო დაცულია.

გამოცდების პროცესში AirMule-მა ავტონომიურ რეჟიმში ვერტიკალური აფრენა, წინასწარ დაპროგრამებულ მარშრუტზე ფრენა და დაჯდომა შეასრულა. უპილოტოს ნავიგაციას GPS სისტემა უზრუნველყოფს.

AirMule-ის შესაძლებლობების სრული დემონსტრირება გაისად, მეორე პროტოტიპის გამოყენებით მოხდება, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე