ახალი წლის ღამეს ევრომაიდანზე Pink Floyd-ი და Modern Talking-ი გამოვლენ. ამის შესახებ სააგენტო ТСН პროფკავშირების სახლის კომენდანტ მიხაილ ბლავაცკოზე დაყრდნობით იუწყება. ახალი წლის ღამეს მომიტინგეებს უალკოჰოლო შამპანურით და კამფეტებით გაუმასპინძლდებიან.
ბლავაცკოს თქმით, დაგეგმილია დიდი საკონცერტო პროგრამა, სადაც უცხოელი სტუმრების გარდა, უკრაინელი შემსრულებლები გამოვლენ. ასევე, იგეგმება სხვადასხვა გასართობი თამაშებისა და კონკურსების გამართვა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.