ნოე სულაბერიძისა და ეკა სამხარაძის გოგონა "მამიკოს გამოგონებულ შოუებზე"

ნოე სულაბერიძისა და ეკა სამხარაძის გოგონა "მამიკოს გამოგონებულ შოუებზე"

ლი­ზი სუ­ლა­ბე­რი­ძე "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მის "დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვან ეკა სამ­ხა­რა­ძი­სა და პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის შვი­ლი­ა. ლი­ზი ხუ­თი წლი­სა­ა, თუმ­ცა უკ­ვე ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ა. ვის გულ­შე­მატ­კივ­რობს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში", რა­ზე ოც­ნე­ბობს და რა სთხო­ვა თოვ­ლის პა­პას, ამას ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ.

-  მა­ლე ახა­ლი წე­ლი მო­ვა, ჰო­და, მეც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ნაძ­ვის ხის ხატ­ვა მომ­წონს. ერ­თხელ სკო­ლა­ში 15-ჯერ დავ­ხა­ტე, ღა­მე, ვარ­სკვლა­ვე­ბი, ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი და ბა­ლა­ხი. ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ღა­მე ანა­თე­ბენ. ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მი­ნა­ხავს.

-  ლი­ზი, ნაძ­ვის ხის აწყ­ო­ბა­ში ვინ და­გეხ­მა­რა?

-  დე­დი­კო და ხა­თუ­ნა (ლი­ზის დე­ი­და), აი ის, ქე­რა თმე­ბი რომ აქვს (მი­მი­თი­თა) მო­მეხ­მა­რა ნაძ­ვის ხის აწყ­ო­ბა­ში. წელს, თოვ­ლის პა­პას წე­რი­ლი და­ვუ­წე­რე, უკ­ვე წე­რა-­კითხ­ვა ვი­ცი. წე­რილს თოვ­ლის პა­პას­თან ლა­მაზ კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი ფე­რია წა­ი­ღებს, ის ფან­ჯრი­დან შე­მოფ­რინ­დე­ბა. მო­ი­ცა, წა­გი­კითხ­ავ, რა მივ­წე­რე თოვ­ლის პა­პას: "ძვირ­ფა­სო თოვ­ლის ბა­ბუ­ა, მე მინ­და სა­თა­მა­შო ჩი­ჩა­ბე­ლა, იყი­დე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში. ლი­ზი სუ­ლა­ბე­რი­ძე, დი­დი მად­ლო­ბა". წი­ნას­წარ მად­ლო­ბის გა­დახ­და არ მინ­დო­და, მაგ­რამ ხა­თუ­ნამ მითხ­რა, მად­ლო­ბის გა­დახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა­ო. ჰო­და, მეც დავ­წე­რე. ჩი­ჩა­ბე­ლა თო­ჯი­ნა­ა, მოვ­ლა და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა. რო­ცა ცუ­დად გახ­დე­ბა, მა­შინ ნემ­სი უნ­და გა­უ­კე­თო.

-  თოვ­ლის პა­პა და ფე­რი­ე­ბი სად ცხოვ­რო­ბენ?

-  თოვ­ლის პა­პა ლაპ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და ჩვენ­თან მარ­ხი­ლით მოფ­რი­ნავს, თან "ჯინ­გლბენს" მღე­რის. დე­დი­კომ ყო­ველ­წლი­ურ სა­შო­ბაო გა­მო­ფე­ნა­ზე წა­მიყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ნაძ­ვის ხე და ყვა­ვი­ლი ვი­ყი­დეთ, იქ დი­დი შო­კო­ლა­დის სახ­ლი და თოვ­ლის პა­პაც ვნა­ხე. თოვ­ლის პა­პა ახალ წელს სა­ჩუ­ქარს მო­მი­ტანს და ნაძ­ვის ხეს­თან და­მი­ტო­ვებს.

-  დი­დი რომ გა­იზ­რდე­ბი, ვინ უნ­და გა­მოხ­ვი­დე?

-  სერ­ფინ­გის­ტი.

-  მა­მი­კო რა პრო­ფე­სი­ი­სა­ა?

-  პრო­ფე­სო­რია (პრო­დი­უ­სე­რის მა­გივ­რად), გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია და იგო­ნებს ცეკ­ვებს, თან რა­ღაც შო­უ­ებს აკე­თებს.

-  "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კონ­ცერ­ტზე ყო­ფილ­ხარ?

-  მა­მი­კომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე წა­მიყ­ვა­ნა. იქ ქე­თი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ვნა­ხე, მინ­და ქე­თიმ და გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძემ გა­ი­მარ­ჯვონ.

-  დე­დი­კო სად მუ­შა­ობს?

-  დე­დი­კო ტე­ლე­ვი­ზორ­ში მუ­შა­ობს. რა­ღაც ამ­ბებს უყ­ვე­ბა ხალხს. ხან­და­ხან მეც ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორ­ში დე­დას, ვაკ­ვირ­დე­ბი, რო­გო­რი კა­ბა აც­ვი­ა, თმა რო­გორ აქვს. ჩე­მი დე­დი­კო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი­ა. P

-  კუ­რი­ერ­ში რას ამ­ბო­ბენ?

-  აცხ­ა­დე­ბენ, წვი­მა იქ­ნე­ბა, მზე თუ მო­ღრუბლუ­ლი ამინ­დი. კი­დევ ყვე­ბი­ან, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ვინ წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ერ­თხელ იცი, რა გა­მო­აცხ­ა­დეს? - "რუს­თა­ვი 2-ში" ბომ­ბი შე­აგ­დე­სო. ბომ­ბი ძა­ლი­ან სა­ში­ში­ა, შე­იძ­ლე­ბა "ბახ" ქნას და აფეთ­ქდეს.

-  ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა რა­ტომ არ გინ­და?

-  ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ, მე კი­დევ ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი (პრო­დი­უ­სე­რე­ბი) ტე­ლე­ვი­ზორ­ში მუ­შა­ო­ბენ.

-  შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ზღა­პა­რი რო­მე­ლი­ა?

-  მე­ფე­ებ­ზე, პრინ­ცებ­ზე და დე­დოფ­ლებ­ზე.

-  მე­ფე ვინ არის?

-  მბრძა­ნე­ბე­ლი და სა­მე­ფოს მარ­თავს.

-  ახ­ლა მე­ფე­ე­ბი მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას?

-  არა, პრე­ზი­დენ­ტე­ბი.

-  სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვინ არის?

-  მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

-  მი­შა აღარ არის პრე­ზი­დენ­ტი, არ იცო­დი, ლი­ზი?

-  არა­ა. მი­შა ტე­ლე­ვი­ზორ­ში ლა­პა­რა­კობ­და ხოლ­მე. ერ­თხელ მი­შას სახ­ლი და­ვი­ნა­ხე, დი­დი შუ­შე­ბი­ა­ნი სა­სახ­ლე.

-  არ გინ­და, პრე­ზი­დენ­ტი იყო?

-  არა! არ მინ­და ყვე­ლა­ფერს ვმარ­თავ­დე. არც დი­დი სახ­ლი მინ­და.

-  რა ფე­რია სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა?

-  თეთ­რი. ჯვრე­ბი ახა­ტი­ა, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი გერ­ბი და დრო­შა აქვს.

-  პატ­რუ­ლი მოგ­წონს?

-  კი, ვინც ბან­კი­დან ფულს იპა­რავს, ცუ­დად იქ­ცე­ვა Dდა ჩხუ­ბობს, მი­ყავთ ცი­ხე­ში, იცით, რა­ტომ ვფიქ­რობ­დი? ეგ სიტყ­ვა დამა­ვიწყ­და, უნ­და მეთ­ქვა, გა­ლია (ი­ცი­ნის). გა­ლი­ა­ში ჩი­ტე­ბი არი­ან.

-  კონ­სტი­ტუ­ცია რას ნიშ­ნავს, შე­ნი აზ­რით?

-  სუ­რა­თე­ბის და­ბეჭ­დვას.

-  გა­ზე­თი რა არის?

-  იქ წე­რენ, სად რა მოხ­და, ფეხ­ბურ­თზეც წე­რენ და სხვა ამ­ბებ­ზეც.

-  კუ­რორ­ტი რას ნიშ­ნავს?

-  და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­დი­ხარ, იმას. ზაფ­ხულ­ში ეგ­ვიპ­ტე­ში და ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი. აქ­ლემ­ზე დავ­ჯე­ქი და ვი­სე­ირ­ნე. აქ­ლემს კუ­ზი აქვს, იქ საჭ­მელს და წყალს ინა­ხავს. მე­რე თა­ვი­სი შვი­ლის­თვის, - კო­ზა­კის­თვის მი­აქვს. აქ­ლე­მე­ბი უდაბ­ნო­ში ცხოვ­რო­ბენ. იქ ჩე­მი მე­გო­ბა­რი ლი­ზი ქი­რი­აც იყო. (ო­თარ ქი­რი­ას შვი­ლი) "ზა­გარ­საც" ვი­ღებ­დი და დამ­ცავ კრე­მებ­საც ვის­მევ­დი. Aაი ასე (მაჩ­ვე­ნებს).

-  რა­ზე ოც­ნე­ბობ, ლი­ზი?

-  პა­ტა­რა ძაღ­ლი მინ­და მყავ­დეს, მაგ­რამ დე­დი­კოს არ უნ­და. ასე ამ­ბობს, დი­დი ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი თუ გვე­ქნე­ბა, მა­შინ ვი­ყი­დო­თო.

თეკლა ტუღუში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება