სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი საავადმყოფოშია მოთავსებული

სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი საავადმყოფოშია მოთავსებული

კიევში, წუხელ ცნობილი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ტატიანა ჩორნავოლი სასტიკად სცემეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა უცნობმა პირმა ჟურნალისტის მანქანას გზა გადაუღობა, შემდეგ მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემეს. ამ დროისთვის ნაცემი ჟურნალისტი კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ტატიანა ჩორნავოლი პორტალ Украинская правда-ს ბლოგერია. თავის მასალებში ის უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა