როგორ აფასებს იულია ქავთარაძეს მისი თანაქალაქელი

როგორ აფასებს იულია ქავთარაძეს მისი თანაქალაქელი

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალს მიუახლოვდა. ამიტომ, მინდა, მასში ყველაზე ძლიერი კონკურსანტის, იულია ქავთარაძის მონაწილეობას კიდევ ერთხელ შევეხო.

კარგად მახსოვს ამ შოუს მაყურებლის პირველი შოკი, როდესაც შეიტყო, რომ პროექტში უკრაინაში გაზრდილი, სკანდალური იმიჯის მქონე, უკრაინელების მიერ სექსიმბოლოდ აღიარებული ქართველი მომღერალი - იულია ქავთარაძე მიიღებდა მონაწილეობას. მას მერე, ყველანი მოუთმენლად ელოდნენ მის ეკრანზე გამოჩენას. იულიამ გაამართლა იმედები, შესანიშნავად წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე, უძლიერესი კონკურსანტი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივ პარტნიორობას პროფესიონალი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი უწევდა... ქართველი უკრაინელის ცეკვა ყველას მოსწონდა, მას ვარსკვლავები სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ძალიან მალე იულიამ შოუ დატოვა, რადგანაც ესემესები ვერ დააგოვა. ეს ფაქტი მაშინ იმით ახსნეს, რომ იულია საქართველოსთვის ახალი ვარსკვლავი იყო და აქ მას ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავდა...

თუმცა შოუს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავის გარშემო დიდი ამბავი ატყდა, - ადამიანები მის პროექტში დაბრუნებას მოითხოვდნენ. ამის დასტურად, "ფეისბუქზე" გვერდიც კი შეიქმნა, მაგრამ პროექტის მკაცრი წესები ამას ვერ დაუშვებდა. შოუს პროდუსერი, ნოე სულაბრიძე კი ამბობდა, - თუ ასე გინდოდათ იულიას "ვარსკვალვებში" ყოფნა, თავის დროზე დაგემესიჯებინათო...

აი, რას ამბობს და როგორ აფასებს მას ალიონა შოპტენკო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელი ქორეოგრაფი:

- იულიამ კონკურსი ადრე დატოვა...

- ორივე კიევიდან ხართ. ერთმანეთს უკრაინიდან იცნობთ?

- კიევში და ზოგადად უკრაინაში, ბევრი ხალხი ცხოვრობს და ამის ფონზე იქ ნამდვილი ვარსკვლავებიც ცოტანი არიან (ეს ჩემი აზრია)... მე და იულია კიევში ერთმანეთს ახლოს არ ვიცნობდით, თუმცა ერთამანეთზე გარკვეული ინფორმაცია გვქონდა. ჩვენ თბილისში დავახლოვდით. მოკლედ, ის, რომ იულია ჩვენი კუთხიდან არის, მას არაფერში წაადგა და დაეხმარა... კარგად ცეკვავდა და პროექტში დიდხანს უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ნაკლებად იცნობდნენ და ალბათ, ეს არის მისი პროექტიდან გაგდების მიზეზიც. არ დაუმესიჯეს... არ იცნობდნენ და სათანადოდ არ დააფასეს. ასე რომ, ესეც ერთი ნიმუშია იმისა, რომ ყველაფერს ესემესები წყვეტს... მოკლედ, ადამიანს თავისი ქარიზმა სჭირდება და ის მასობრივად უნდა უყვარდეთ...

- კი, მაგრამ იულიამდე პროექტიდან (მიმაჩნია, რომ ძალიან ადრე), მასობრივად ცნობილი და საყვარელი მსახიობი ნოდარ გურგენაშვილიც გავარდა. ის ჩვენში ძალიან პოპულარულია. თუ იულიას ქართველი მაყურებელი ახლოს არ იცნობდა, ნოდარი ხომ უყვარს?

- კი, მართალია... ნოდარის შემთხვევაშიც გული დამწყდა... და მიმაჩნია, რომ რაღაც უცნაური რამ მოხდა...

- რას იტყვით, როგორ ცეკვავდა?

- მეგონა, რომ ნოდარ გურგენაშვილიც უფრო დიდხანს იქნებოდა პროექტში. რაც შეეხება ცეკვას, ის ყველაფერს რაღაც სხვანაირად, თავისებურად აკეთებდა (სიცილით ამბობს)... შოუს ასეთი კონკურსანტი სჭირდება...

ნოდარი ძალიან კარგი ადამიანია... ვიცი, რომ აქ პოპულარულ სერიალში იღებდნენ და პოპულარული მსახიობია, მაგრამ ხანდახან უცნაური რაღაცებიც ხდება ხოლმე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება