სამხრეთ სუდანი - მშვიდობა ომის გასაყარზე

სამხრეთ სუდანი - მშვიდობა ომის გასაყარზე

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში სამხრეთ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებას პროგნოზირებენ. შესაძლო მიზეზები აფრიკისთვის უკვე ტრადიციულია - რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და სახელმწიფო შემოსავლების გაყოფა.

რეფერენდუმის საფუძველზე სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 2011 წლის 9 ივლისს მიიღო. ახლად დაფუძნებულ სახელმწიფოს მხარი გაერომ და აშშ-მაც დაუჭირა. პრეზიდენტი ობამა ქვეყანაში დემოკრატიისა და მშვიდობის ჩამოყალიბებაზე დიდ იმედებს ამყარებდა. თუმცა ეს იმედები მეტისმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა. 2011 წლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ძნელია მშვიდობიანი უწოდო.

სამხრეთ სუდანის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევა შეუძლია - ნავთობია. თუმცა მყიდველისთვის მისი მიწოდების ერთადერთი გზა - სუდანის გავლით წითელი ზღვისკენ მიმავალი ნავთობსადენია. რბილად რომ ვთქვათ, სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის არსებულ ურთიერთობას მეგობრულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. საკუთარ ტერიტორიაზე მეზობლის ნავთობის გასატარებლად დაწესებულმა ტარიფებმა, სამხრეთ სუდანის ნავთობი გააუფასურა.

კორუფციასთან ერთად, პრობლემებს ათეულობით უკანონო შეიარაღებული ფორმირებები წარმოადგენენ, რომლებიც თავს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა-ძარცვით ირჩენენ. ცენტრალური ხელისუფლების უსუსურობის ფონზე, ქვეყანაში მონებით ვაჭრობამ მასიური ხასიათი მიიღო.

უკანონობისა და ავტორიტარიზმთან ერთად, სამხრეთ სუდანის მთავარი პრობლემა ეთნიკური დაპირისპირებაა. დინკას და ნუერის ეთნიკურ ჯუფებს შორის მტრობა ათწლეულებია გრძელდება და ქვეყნის საზოგადოების ყველა, მათ შორის ხელისუფლების მაღალ ეშელონებსაც მოიცავს. ქვეყნის პრეზიდენტის სალვა კიირის მიერ (დინკას ჯგუფი) ვიცე-პრეზიენტის რიეკა მაჩარას (ნუერის ჯგუფი) გადაყენებას ქვეყანაში მასიური არეულობა და ორმხრივი შეტაკებები მოყვა. გასულ კვირას დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური ბრძოლა მოქმედმა პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რეგიონში სტაბილიზაციის შენარჩუნება მხოლოდ სამშვიდობო ძალების შეყვანით შეიძლება. ამავე აზრს იზიარებს თეთრი სახლიც, რომელიც საკუთარ სამხედრო საფრენი აპარატებისთვის სამხრეთ სუდანში ცეცხლის გახსნის ფაქტს მკაცრად გამოეხმაურა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა