"სასოწარკვეთილი დიასახლისების" გაგრძელება - მილიონობით მაყურებლის ახალი მოლოდინი

"სასოწარკვეთილი დიასახლისების" გაგრძელება - მილიონობით მაყურებლის ახალი მოლოდინი

ცნობილი ამერიკელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდუსერი მარკ ჩერი სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" გაგრძელების გადაღებას გეგმავს.

სცენარი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ ოთხი მთავარი გმირი - ევა ლონგორია, ტერი ჰატჩერი, ფელისიტი ჰაფმანი და მარსია კროსი, სურათში ლიდერი პოზიციებისთვის უკვე იბრძვიან.

"ოთხივე მსახიობს პირველობა უნდა. პირველი გადაღებების დროს ეს, ფაქტობრივად, მოხერხდა. მაგრამ ქალების მეტოქეობამ მარკი ლამის გულის შეტევამდე მიიყვანოს",- აღნიშნავს წყარო.

სიუჟეტით, ახალი "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მოქმედება, მომავალში, 10 წლის შემდეგ განვითარდება, მას შემდეგ, რაც ხანძარმა ვისტერია ლეინის სახლების უმეტესობა გაანადგურა.

ოთხივე მსახიობს უნდა სერიალის გაგრძელება, მაგრამ გაურკვევლობაში არიან. "ისინი უკვე კითხულობენ, ვის შეხვდება მეტი სცენა, საუკეთესო მომენტები და ვინ იქნება ფილმის სარეკლამო პოსტერზე წინა პლანზე",-აღნიშნავენ რეჟისორის გარემოცვაში.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება