საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ავტომატზე

საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ავტომატზე

ის მსოფლიოში N1-ელ ავტომატურ იარაღად ითვლება. მისი ავტორი მიხეილ კალაშნიკოვი 23 დეკემბერს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავა მისი საავტორო უფლებების თაობაზე დღემდე მიმდინარეობს. ბევრის აზრით, ახალგაზრდა ტანკისტმა გერმანელი მეიარაღის ჰუდო შმაისერის კონსტრუქციის გერმანული ავტომატი StG-44 გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ერთი გარემოება უდავოა - მსგავსი პოპულარობა არც ერთ სხვა იარაღს არ მოუპოვებია.

1947 წელს, 7,62 მმ-იან ვაზნებზე გათვლილი ავტომატი АК-47 შეიარაღებაში მიიღეს. მას შემდეგ კალაშნიკოვი მთელს მსოფლიოს მოედო. მას შემდეგ მსოფლიოში არც ერთ ომს თუ სამხედრო კონფლიქტს არ ჩაუვლია ისე რომ, იქ კალაშნიკოვის კაკანის ხმა არ ისმოდეს.

- ავტომატის შექმნისთვის 1949 წელს ავტორი სტალინის პრემიით დაჯილდოვდა, რომელიც 150,000 მანეთს შეადგენდა. იმ დროს ამ კოლოსალური თანხით "პობედას" მარკის 10 ავტომობილის შეძენა შეიძლებოდა;

- კალაშნიკოვის ავტომატების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგრამ ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ ციფრმა 100 000 000-ს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა. სხვადასხვა დროს სსრკ-ს გარდა, ავტომატის ვარიანტებს ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანია, ეგვიპტე, უნგრეთი, ერაყი, ჩრდილო კორეა,უკრაინა, ფინეთი, ჩინეთი, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, ისრაელი და ინდოეთი აწარმოებდნენ;

- ავღანეთში ავტომატს "კალაჰანს" ეძახიან, რაც "ამხანაგს" ნიშნავს;

- აფრიკის ქვეყნებში კალაშნიკოვი იმდენად პოპულარულია, რომ იქ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ. სახელებს რომ თავი გავანებოთ, ეს ავტომატი მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბურკინა-ფასოსა (1984-დან 1997-მდე) და დასავლეთ ტიმორის (2007-დან) გერბებზეა გამოსახული. მოზამბიკის შემთხვევაში კი, АК-74 სახელმწიფო დროშასაც ამშვენებს;

- მსოფლიოში ყველაზე "მდიდრული" კალაშნიკოვის პატრონი, ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი იყო. ყოფილი დიქტატორის ავტომატები სუფთა ოქროთი იყო დაფარული;

- 1947 წელს გამოშვებული მოდელის (AK-47) პატივსაცემად, ახალმა ზელანდიამ 2 დოლარის ნომინალის საიუბილეო მონეტები გამოუშვა. მათზე ავტომატის შემქმნელი - მიხეილ კალაშნიკოვი და თავად ავტომატია გამოსახული;

- კალაშნიკოვი გინესის რეკორდების წიგნშიცაა მოხვედრილი - მსოფლიოში ცეცხლსასროლი იარაღის 15 %-ს სწორედ АК და მისი მოდიფიკაციებზე მოდის;

- ფრანგული ჟურნალ "ლიბერასიონის" ვერსიით, კალაშნიკოვის ავტომატმა XX-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებათა სიაში პირველი ადგილი დაიკავა. მან უკან ატომური იარაღი და კოსმოსური ტექნოლოგიებიც კი ჩამოიტოვა.

- ავტომატმა პოზიციები არც ჟურნალ Playboy-ის რეიტინგში დათმო. გამოკითხვაში "50 გამოგონება, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს" კალაშნიკოვმა მე-4 ადგილი დაიკავა და ადგილი მხოლოდ კომპიუტერს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და "სონის" ვიდეომაგნიტოფონს დაუთმო;

- შექმნის მომენტიდან, მსოფლიოში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღთა შორის, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ კალაშნიკოვიდან ნასროლმა ტყვიებმა იმსხვერპლეს. საშუალოდ ყოველწლიურად АК-ს მარკის ავტომატიდან 250 ათას ადამიანს კლავენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ mhealth.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე