რას ნატ­რობს და რო­დის "ეკ­ვ­რე­ბა სუნ­თ­ქ­ვა" მა­შო მელ­ქა­ძეს

რას ნატ­რობს და რო­დის "ეკ­ვ­რე­ბა სუნ­თ­ქ­ვა" მა­შო მელ­ქა­ძეს

"ბავ­შ­ვო­ბა­ში მშობ­ლე­ბი მა­ძა­ლებ­დ­ნენ, რა­მე წა­მე­კითხა, მე მე­ზა­რე­ბო­და. წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ვი­ყა­ვი. თე­ატ­რა­ლურ­ში მოგ­ვ­ცეს იმ 500-მდე წიგ­ნის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და გავ­ც­ნო­ბო­დით. ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი იყო", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი მა­შო მელ­ქა­ძე. ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჰყავს, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­ლაკ­ტი­ო­ნი­სა და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა იზი­დავს.

პრეამბულის მაგიერ

- მა­შო, ახ­ლა რას კითხუ­ლობ?

- ახ­ლა კითხ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ, ჩე­მი 7 თვის შვი­ლის აღ­ზ­რ­დით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, თან სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი და... ვნატ­რობ, ნე­ტავ დრო მქონ­დეს, სად­მე 1 თვით ჩა­ვი­კე­ტო და წიგ­ნე­ბი ვი­კითხო-მეთ­ქი. მე­გობ­რე­ბი დამ­ცი­ნი­ან.

- რო­მელ წიგ­ნებს წა­ი­კითხავ­დი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს რუ­სუ­ლი დრა­მა­ტურ­გია. წიგ­ნე­ბის კითხ­ვა, გან­ტ­ვირ­თ­ვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბის კითხ­ვი­სას, ერთ პერ­სო­ნაჟს ამო­ვი­ჩე­მებ, რომ­ლის ად­გილ­ზეც სა­კუ­თარ თავს ვა­ყე­ნებ. წარ­მო­ვიდ­გენ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სცე­ნა­ზე, კი­ნო­ში... ეს ალ­ბათ ჩე­მი პრო­ფე­სი­ის ბრა­ლია...

- რამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, სხვა­გან სა­კუ­თარ თავს ვერც ვხე­დავ­დი. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, მე­ტად შე­მო­სავ­ლი­ა­ნი და სა­ჭი­რო პრო­ფე­სია რა­ტომ არ ავირ­ჩიე-მეთ­ქი. ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბამ­დე სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტს 500-მდე ახალ­გაზ­რ­და ამ­თავ­რებ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის მსა­ხი­ო­ბი იყოს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

- შენს პერ­სო­ნაჟ­ზე რას იტყ­ვი, სე­რი­ა­ლი­დან "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ლა­ღი, უბო­რო­ტო, პრან­ჭია, ცან­ცა­რა გო­გოა. ეს არ არის პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­ზეც ბევ­რი მუ­შა­ო­ბა არ იყო სა­ჭი­რო. რაც მთა­ვა­რია, ხა­სი­ა­თი მო­ვირ­გე.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავს?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემ­თ­ვის ცო­ტა­თი რთუ­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო.

- "ყუ­რადღე­ბა, თქვენ გე­ლით აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა", - ამ სა­რეკ­ლა­მო აბ­რის წყა­ლო­ბით ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რებ­მა დი­დი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო "ჯა­ზის მომ­ღე­რა­ლი". რით იყო ეს ფილ­მი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?

- ეს პირ­ვე­ლი ხმო­ვა­ნი ფილ­მი იყო...

- გა­მო­ი­ცა­ნი. XX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ამე­რი­კა­ში გა­მო­ვი­და "სუ­ნე­ბის წიგ­ნი". ვის­თ­ვის იყო ეს წიგ­ნი გან­კუთ­ვ­ნი­ლი?

- სუ­ნა­მო­ე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბის­თ­ვის, არა?

- ცდე­ბი, ძაღ­ლე­ბის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი. მას მარ­ხი­ლის ძაღლს უწო­დე­ბენ, ნე­ბის­მი­ერ დატ­ვირ­თ­ვას უძ­ლებს და ყინ­ვას შეჩ­ვე­უ­ლია. ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და უში­შა­რი ძაღ­ლია. ამა­ვე დროს სწრა­ფიც. უმე­ტე­სად, ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ო­ნებ­ში გვხვდე­ბა. რო­მელ ჯიშ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლა­ი­კა­ზე.

- გა­იხ­სე­ნე, რა ერ­ქ­ვა ოლ­ღა ბე­ბი­ას, ილი­კოს და ილა­რი­ო­ნის სა­ზი­ა­რო ძრო­ხას?

- (ფიქ­რობს) ფა­ქი­ზო.

- აკა­კი შა­ნი­ძის მთის კი­ლო­თა ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით, რო­გორ ადა­მი­ანს უწო­დებ­დ­ნენ მთა­ში "უ­ბე­დოს"?

- არ ვი­ცი.

- უძე­ოდ გარ­დაც­ვ­ლილს. რო­მე­ლი ტა­ძა­რია ნახ­სე­ნე­ბი გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­ს­ში "სი­ლაჟ­ვარ­დე, ანუ ვარ­დი სი­ლა­ში"?

- "შე­მო­იჭ­რე­ბა სი­ონ­ში სხი­ვი და თეთრ ოლა­რებს აალე­ვა­რებს".

- "ჭო­რებს არა­ვინ გა­ავ­რ­ცე­ლებ­და, უამ­რავ ადა­მი­ანს რომ არ სწყუ­რო­დეს მი­სი მოს­მე­ნა", - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლია ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მარ­ლენ დიტ­რი­ხი. სად არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იეთიმ გურ­ჯი?

- თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა, ზუს­ტად არ ვი­ცი.

- დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში. რას ვუ­წო­დებთ ისეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლია და სპექ­ტაკ­ლებს ხში­რად ეს­წ­რე­ბა.

- თე­ატ­რალს.

- რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სე­თის დაპყ­რო­ბით ომებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში?

- გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი.

- მზის სის­ტე­მა­ში რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დი­დი პლა­ნე­ტა?

- არ ვი­ცი.

- იუპი­ტე­რი. ამ კა­ლენ­დ­რის გა­მოშ­ვე­ბა ინ­გ­ლი­სელ­მა ფრენ­სის მე­ი­ერ­მა 1700 წელს და­იწყო. დღეს ეს კა­ლენ­და­რი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია. და­ა­სა­ხე­ლე, რო­მელ კა­ლენ­დარ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გეტყ­ვი.

- ას­ტ­რო­ლო­გი­ურ კა­ლენ­დარ­ზე. რო­მე­ლია შე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი?

- დრა­კო­ნის წე­ლი­წად­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლი ვარ.

- ამ ცხო­ველს 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ლიტ­რი წყლის და­ლე­ვა შე­უძ­ლია.

- სპი­ლოს, არა?

- ცდე­ბი.

- სწო­რი პა­სუ­ხი აქ­ლე­მი იქ­ნე­ბა.

- დი­ახ. რას ეძა­ხი­ან ბე­დისა და იღ­ბ­ლის ქალ­ღ­მერთს რო­მა­ულ მი­თო­ლო­გი­ა­ში?

- ფორ­ტუ­ნას.

- შე­ნი ფორ­ტუ­ნა მწყა­ლო­ბე­ლია?

- ნა­წი­ლობ­რივ. საქ­მე­ში მის მეტ წყა­ლო­ბას ვი­სურ­ვებ­დი.

- რა ჰქვია ძვირ­ფა­სი ქვე­ბის წო­ნის ერ­თე­ულს?

- კა­რა­ტი.

- რა იყ­ვ­ნენ ქრის­ტეს­თ­ვის სა­ხა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი - მა­თე, ლუ­კა, იოანე და მარ­კო­ზი?

- მო­წა­ფე­ე­ბი.

- და­ა­სა­ხე­ლე 3 ციფ­რი, რო­მელ­თა ჯა­მი და ნამ­რავ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის ტო­ლია.

- მა­თე­მა­ტი­კა კარ­გად არ ვი­ცი.

- 1, 2 და 3. მა­ნამ­დე, სა­ნამ მას მო­და­ში კო­კო შა­ნე­ლი შე­მო­ი­ტან­და, ბევ­რის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი არ იყო. პი­რი­ქით, ადა­მი­ა­ნის და­ბალ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ მძი­მე სა­მუ­შა­ო­ზე მი­უ­თი­თებ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის მავ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ მი­სი მსურ­ვე­ლი დღე­საც მრავ­ლა­დაა. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- გა­რუჯ­ვა. მი­სი ნახ­ტო­მის სიგ­რ­ძე, სხე­უ­ლის სიგ­რ­ძე­ზე 200-ჯერ მე­ტია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რწყილ­ზე.

- შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და პრო­ვან­ს­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო ძვლის კო­ჭე­ბით თა­მა­ში. რა ერ­ქ­ვა ამ თა­მაშს?

- არ ვი­ცი.

- აზარ­ტი. ისი­ნი წყალ­ში ბი­ნად­რო­ბენ და ერ­თ­მა­ნეთ­თან "ლა­პა­რა­კი" შე­უძ­ლი­ათ. გარ­და ამი­სა, სივ­რ­ცუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის­თ­ვის ულ­ტ­რაბ­გე­რი­თი სიხ­ში­რე­ე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას იყე­ნე­ბენ.

- დელ­ფი­ნე­ბი, სწო­რად ვამ­ბობ?

- დი­ახ. ახალ­გაზ­რ­და ტი­ბე­ტე­ლი ბი­ჭე­ბი მო­წო­ნე­ბულ გო­გო­ნას ქუდს ჰპა­რა­ვენ. რი­სი ნი­შა­ნია, თუ გო­გო­ნა ქუ­დის დაბ­რუ­ნე­ბას მო­ითხოვს?

- ქუ­დი რომ და­იბ­რუ­ნოს, ბიჭს უნ­და შეხ­ვ­დეს?

- რა თქმა უნ­და.

- შე­საძ­ლოა, თან­ხ­მო­ბის ნი­შა­ნი იყოს. ასე არ არის?

- გა­მო­ი­ცა­ნი. ის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი იყო, 1913-21 წლებ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. 1922 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბით "ცხვრის წყა­რო" და "უ­რი­ელ აკოს­ტა" დაბ­რუნ­და. 1928 წელს ქუ­თა­ის­ში თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და კი­ნო­ში. და­ა­სა­ხე­ლე ეს პი­როვ­ნე­ბა.

- კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

- "ვნე­ბის სიმ­ძაფ­რე შე­ნე­ბა­შია და..."

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) "...და არა აშე­ნე­ბუ­ლით ტკბო­ბა­ში".

- ვინ არის ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

- ცნო­ბილ­მა ავ­ტომ­რ­ბო­ლელ­მა შუ­მა­ხერ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო შემ­დე­გი ლო­ზუნ­გის პრო­პა­გან­და­ში: "10 წა­მი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­და­არ­ჩი­ნოს თქვე­ნი სი­ცოცხ­ლე". რა­ში უნ­და და­ი­ხარ­ჯოს ეს 10 წა­მი?

- (ფიქ­რობს)

- ეს წე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­ნერ­გა. შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

- უფ­რო და­ვი­ბე­ნი.

- ღვე­დის შეკ­ვ­რა­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ეგ ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ ბა­ნა­ლუ­რად მო­მეჩ­ვე­ნა და არ გი­პა­სუ­ხე.

- "სა­უ­კე­თე­სო ან არა­ფე­რი" - რო­მე­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის დე­ვი­ზია ეს სიტყ­ვე­ბი?

- არ ვი­ცი.

- შენ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო რო­მე­ლი ფირ­მის მან­ქა­ნაა?

- "მერ­სე­დე­სი".

- ჩემ მი­ერ ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი, სწო­რედ ამ ფირ­მის დე­ვი­ზია. არის­ტო­ტე­ლემ მას სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­რან­ტი უწო­და, ჰენ­რი ფორ­დ­მა კი­დუ­რებს შე­ა­და­რა (თუ ის არ გაქვს, ვერ იმოძ­რა­ვე­ბო). ბერ­ნანდ შოუ კი თვლი­და, რომ ის არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ ამ ქვე­ყა­ნა­ზე. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- ფულ­ზე. შენ­თ­ვის ფულს რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს?

- დი­დად მომ­თხოვ­ნი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რაც შვი­ლი მყავს, ფუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას მე­ტად მივ­ხ­ვ­დი. მე თუ რა­მე მაკ­ლ­და ან მაკ­ლია, პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ არ მინ­და, ჩემს შვილს რა­მე მო­აკ­ლ­დეს.

- ეს მწე­რა­ლი 1826 წლის 28 აგ­ვის­ტოს იას­ნაია პო­ლი­ა­ნა­ში და­ი­ბა­და. თბი­ლის­ში 1851 წელს ჩა­მო­ვი­და და აქ 2 თვე­ზე მეტ­ხანს დაჰ­ყო. "არ ვი­ცი, არის თუ არა კავ­კა­სია შთა­გო­ნე­ბის ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ იგი უეჭ­ვე­ლად სიყ­ვა­რუ­ლის ქვე­ყა­ნა­ა", - აღ­ნიშ­ნავ­და ერთ-ერთ წე­რილ­ში. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- (ფიქ­რობს)

- ის არის ავ­ტო­რი რო­მა­ნე­ბი­სა "ო­ჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა", "აღ­დ­გო­მა"... მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ე­ბებს არ გი­სა­ხე­ლებ.

- მივ­ხ­ვ­დი, ლევ ტოლ­ს­ტო­ი­ზეა ლა­პა­რა­კი.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სი­ცოცხ­ლე იმით კი არ იზო­მე­ბა, რამ­დენ­ჯერ ჩა­ი­სუნ­თ­ქავ, არა­მედ იმით, რამ­დენ­ჯერ..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...რამ­დენ­ჯერ შე­გეკ­ვ­რე­ბა სუნ­თ­ქ­ვა". თა­ვად ასე ხში­რად გე­მარ­თე­ბა?

- ჩე­მი "სუნ­თ­ქ­ვის შეკ­ვ­რე­ბი" ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იც­ვ­ლე­ბა. ახ­ლა ეს მა­შინ მე­მარ­თე­ბა, რო­ცა ჩე­მი შვი­ლი მე­ძა­ხის "დი­და­ა".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება