ნუგზარ ერგემლიძე: ''ცოდვილი ვარ, სამოთხეში არ მიმიღებენ''

ნუგზარ ერგემლიძე: ''ცოდვილი ვარ, სამოთხეში არ მიმიღებენ''

მწერალი, მხატვარი, კომპოზიტორი, მომღერალი, ყოფილი პარლამენტარი ნუგზარ ერგემლიძე ახლა უკვე მსახიობიც გახდა. მეგობრები ეუბნებიან, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' საკუთარ თავს თამაშობო. ხასიათის გარკვეულ თვისებებში თავადაც ამსგავსებს გოგი კირვალიძეს თავს. ნუგზარ ერგემლიძე ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე შესვენებისას მოვიხელთეთ და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. ინტერვიუ ოჯახური საახალწლო ტრადიციებით დავიწყეთ.

- 1985 წელი რომ დგებოდა, გაგანია კომუნიზმის დროს, ერთ-ერთ საღამოზე მკითხეს, რომელი დღესასწაული გიყვარსო. გულწრფელად ვუპასუხე, ახალი წელი მიყვარს-მეთქი. ეს ტელევიზიითაც გადაიცა. ზოგიერთებივით არ ვიბრალებ, რომ მაგარი ტიპი ვარ, მაგრამ ეს განცხადება მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაპოპულარული იყო…. ახალი წელი იმედებს ბადებს. ჯადოსნურობასთან, ზღაპრულობასთან, სურვილების შესრულებასთან ასოცირდება.

- როგორ ინაწილებთ წინასაახალწლო დღეებში ფუნქციებს ოჯახში?

- ყოველ წელს სხვადასხვანაირად. არ ვართ ისეთი ტრადიციულები, რომ ყოველ წელს გოჭი შევიძინოთ, ზოგჯერ ინდაური გვაქვს. წინათ ბაზარში ჩემი ცოლი დადიოდა. ახლა ბაზარი უბნებშია, სუპერმარკეტებმა შეცვალა. არასდროს არ მიშვებს ანა საყიდლებზე. ეს არ არის მისი დაჩაგვრა, ფიქრობს, რომ უკეთ იცის, სიამოვნებს ეს პროცესი. ყოველთვის მიწუნებს შინ მიტანილ ნებისმიერ პროდუქტს. მისი ჰობია დაიწუნოს ჩემი მოტანილი ყველაფერი. თავად ყველაფერი ეხერხება, ნიჭიერია. საერთოდ, ქართველი ქალები წუხან, კაცად რომ არ დაიბადნენ, ეს ბევრს შევამჩნიე. სლავი ქალები ამაზე არ წუხან.

- ამიტომ გაურბით ქართველ მამაკაცებს თვალები სლავი ქალებისკენ?

- ერთ-ერთი ფაქტორია. ისინი აკაცებენ კაცებს. ქართველი ქალები თვითონ კაცობენ. ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი ქალები, ნაზი არსებები გვჭირდება, ნაზი და ჭკვიანი. ჭკვიანი ყოველთვის ნაზია. თქვენ ჭკვიანი ვინ გგონიათ, ვინც თავის მხრებზე იღებს მმართველობას? ჭკვიანი ის არის, ვინც სხვას ამმართველებს. ახლა რომ გოგონები დარბიან და ფულს შოულობენ, ეს ჯუნგლის კანონია, თავის მამრებთან მიაქვთ ხორცი. სინამდვილეში მამრმა უნდა მიუტანოს მდედრს.

- თქვენთან როგორ არის ოჯახში?

- მე მხოლოდ ფინანსებს უზრუნველვყოფ. ეს პრიორიტეტი დამრჩა.

- თქვენი შვილები წერილს სწერდნენ თოვლის ბაბუას?

- წერა ახლა ეზარებათ და მაშინ მით უმეტეს არ იცოდნენ. ვეკითხებოდით და გვეუბნებოდნენ თავიანთ სურვილებს. ბავშვობაში ადამიანებს პატარა სურვილები აქვთ, მერე - დიდი. მაგრამ დგება ასაკი, როცა უბრალო ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაცის ნაჩუქარი ჯიპი. უანგაროდ ჯიპსა და ბინას არავინ გაჩუქებს. ეს უნდა შეიგნოთ ქართველებმა. უანგაროდ ჩუქნიან ყვავილს, წერილს, თბილ ხელთათმანებს, სიყვარულსა და პატივისცემას. კაცი რომ ჯიპს გაჩუქებს, მერე მის გარეშე სხვა გზაზე გაივლი?! ამაზე არ გიფიქრიათ? ის ხომ ამ დროს თავისუფლებას გართმევს.

- თქვენთვის ძვირფასი საჩუქარი არავის გაუკეთებია?

- ფასს გააჩნია. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა მერაბ ბოლქვაძემ გიტარა მაჩუქა, რომელიც ძალიან ძვირფასია. სამოთახიანი ბინა არავის უჩუქებია ჩემთვის.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება