გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს

გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს

გუჯა ბურდულს ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფილმებში. ქართველმა მაყურებელმა ის ''უძინართა მზიდან''გაიცნო და შეიყვარა. ამ როლისთვის ''ნიკათი''დააჯილდოვეს რუსეთში. საქართველოში კი არც ერთი ჯილდო არ მიუღია. გასულ კვირას რაინდობა მიანიჭეს და ამით ძალიან ამაყობს. ბატონ გუჯას განვლილ ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

როგორ მიიღო მსახიობის დიპლომი

- დედაჩემს ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ხუთივე მაღალი და ტანადი იყო. მამაჩემიც მაღალი კაცი გახლდათ. აღნაგობა ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისგან გადმომეცა. დედას ძალიან უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ჩემი არც ერთი როლი არ უნახავს.

- მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლე უნდა იყოთ.

- ძალიან ბევრი სკოლა მაქვს მოვლილი. პირველ სკოლაში დავიწყე სწავლა, მერე მეშვიდე სკოლა ქალთა და ვაჟთა სასწავლებლად გაერთიანდა და ნაწილი იქ გადაგვიყვანეს. ბოლოს რკინიგზის მეასე სკოლაში აღმოვჩნდი. სკოლა ოთხებსა და ხუთებზე დავამთავრე. ბავშვობაში მშობლებისგან მალულად დავდიოდი კრივზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, ბაიდარზე. გადასარევი ხმა მქონდა. მერე დალევისგან ცოტა დამიბოხდა, მაგრამ რუსეთში მაინც ჩაიწერა ჩემი სიმღერების დისკი, რომელშიც რუსული რომანსები და ქართული სიმღერები შევიდა.

- მომდევნო ფოტოზე მამასა და დედმამიშვილთან ერთად ხართ.

- ეს ჩემი დაიკოა, ეთერი, რომელიც ამ ფოტოს გადაღებიდან მალე გარდაიცვალა. კიდევ ერთი და მყავს, ნუნუკა, რომელიც ჯანო სვანიძეზეა გათხოვილი, ორი ვაჟკაცი ჰყავს.

- შემდეგი ფოტო ცეკვის დროს გაქვთ გადაღებული. როგორც მითხარით, ეს ფოტო თქვენს ბავშვობაშივე ჟურნალებში იბეჭდებოდა და თქვენმა მომავალმა მეუღლემ პირველად ამ ფოტოზე გნახათ. გვარი - ბურდული - პირველივე წაკითხვისას მოსწონებია….

- სურათი ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ვილკო ჩერნენკოვთან სტუმრობისას არის გადაღებული. პრემიერ-მინისტრი სტალინის დიდი მეგობარი იყო. სტალინი ამ პერიოდში ახალი გარდაცვლილი გახლდათ. საზღვარგარეთ გასაგზავნად უნდოდათ ისეთი ბავშვი, რომელიც ცეკვავდა, მღეროდა და თან კარგად სწავლობდა. მე ამარჩიეს. საბჭოთა კავშირიდან პოლიტიკური დელეგაციაც კი არ იყო ჯერ გასული. სხვადასხვა რესპუბლიკიდან შეგვკრიბეს ბავშვები. კინაღამ გამომაგდეს. ერთი თათარი ბიჭი იყო ჩვენს ჯგუფში. მასთან შელაპარაკება მომივიდა. დარტყმა არ შეიძლებოდა და ამიტომ მდოგვი ამოვუსვი ცხვირში. მერე ჩემი მასწავლებელი დამიდგა თავდებად. თქვა, არ გამოუშვათ ეგ ბავშვი, აუცილებლად გასახელებთო. ბულგარეთიდან უამრავი პრიზი და სიგელი ჩამოვიტანე. სპორტში უფრო მეტი ჯილდო მივიღე, ვიდრე ხელოვნებაში. ჩემი მასწავლებლის დღემდე მადლიერი ვარ, რომ არ გამოაგდებინა ჩემი თავი ბულგარეთიდან და თავდებად დამიდგა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება