დიანა ღურწკაიას აშშ-ის ვიზა პასპორტში სათვალიანი ფოტოს გამო არ ჩაურტყეს

დიანა ღურწკაიას აშშ-ის ვიზა პასპორტში სათვალიანი ფოტოს გამო არ ჩაურტყეს

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი და ჩვენი თანამემამულე, დიანა ღურწკაია და მისი ოჯახის წევრები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მომღერალს აშშ-ის ვიზა არ ჩაურტყეს.

მომღერალი ქმართან და შვილთან ერთად ახალი წლის შეხვედრას შეერთებულ შტატებში აპირებდა, თუმცა მას საელჩომ ვიზაზე უარი განუცხადა და მიზეზად პასპორტში ჩაკრული სათვალიანი ფოტო დაუსახელა.

დიპლომატიურ უწყებაში დიანას განუცხადეს, რომ ვიზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემდნენ, თუ მომღერალი პასპორტში უსათვალო ფოტოს ჩააკრავდა. როგორც გამოცემა Heart.ru იუწყება, 35 წლის მომღერლის ქმარს – ადვოკატ პეტრე კუჩერენკოსა და ოჯახის სხვა წევრებს ვიზები უკვე ჩაურტყეს, მაგრამ დიანას – არა.

- აღშფოთებული ვარ ამ სიტუაციის გამო, - განაცხადა პეტრე კუჩერენკომ.

დიანა ღურწკაიას მეუღლემ ამერიკელი ელჩის, მაკფოლის მისამართით წერილიც დაწერა, სადაც დაწვრილებით აღწერა სიტუაცია და საკითხის განხილვა მოითხოვა.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება