2013 წლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი

2013 წლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვად გა­ნი­ხი­ლავს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას და სწო­რედ ამის გა­მო, ბევ­რი მათ­გა­ნი პრე­სას­თან სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე ლა­პა­რაკს თავს არი­დებს, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და აქ არა­ფე­რი იმა­ლე­ბა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქორ­წი­ნე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით 2013 წე­ლი საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. ამ­ჯე­რად მკითხ­ველს რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო ქორ­წი­ნე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ანუ მა­შინ, რო­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე წა­რად­გი­ნა, იქ­ვე დას­ძი­ნა: კარ­გად და­აკ­ვირ­დით, რა ლა­მა­ზია, კარ­გი პა­ტარ­ძა­ლი იქ­ნე­ბაო. რო­გორც ჩანს, ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძემ ივა­ნიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ქალ­ბა­ტონ ელი­სოს "კარ­გად და­აკ­ვირ­და" და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­სი გუ­ლის დაპყ­რო­ბა და ცო­ლად მოყ­ვა­ნაც მო­ა­ხერ­ხა. წყვილ­მა გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი, სა­ქორ­წი­ლო სუფ­რაც ქუ­თა­ის­ში გა­ი­შა­ლა და ახალ­შექ­მ­ნილ­მა ოჯახ­მა ამ ის­ტო­რი­ულ ქა­ლაქ­ში და­ი­დო ბი­ნა...

თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ნი­კა წუ­ლუ­კი­ძე სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და, რად­გან მის რჩე­ულს - თეკ­ლა კოს­ტა­ვას, პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ხიბ­ლავს. წყვილ­მა ერ­თ­მა­ნე­თი ქორ­წი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, სა­ერ­თო მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. ნი­კა თეკ­ლა­თი მა­შინ­ვე მო­ი­ხიბ­ლა და თურ­მე, იმა­საც მიხ­ვ­და, რომ ეს ნაც­ნო­ბო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბო­და... პირ­ველ სექ­ტემ­ბერს წყვილ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. ჯვა­რი სი­ო­ნის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს და ხე­ლიც იმ დღეს­ვე მო­ა­წე­რეს. ნი­კას მე­უღ­ლე­ზე მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ ერთ-ერთ ბან­კ­ში მუ­შა­ობს.

ამ წყვი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მომ­ღე­რალ ქე­თა თო­ფუ­რი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ რუ­სეთ­შიც გან­ხილ­ვის თე­მად იქ­ცა. 26 წლის ქარ­თ­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ებ­რა­ელ ბიზ­ნეს­მენს, ლევ გე­იხ­მანს გაჰ­ყ­ვა ცო­ლად. წყვილ­მა 7 სექ­ტემ­ბერს, საკ­მა­ოდ მოკ­რ­ძა­ლე­ბულ გა­რე­მო­ში მო­ა­წე­რა ხე­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, 9 სექ­ტემ­ბ­ერს გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ქე­თა ამ დღეს სა­კუ­თარ "ი­უ­ბი­ლე­საც" ზე­ი­მობ­და: 26 წლის გახ­და. წყვილს 500-მდე სტუ­მა­რი ეწ­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ შო­რის უამ­რა­ვი იქ მცხოვ­რე­ბი თუ აქე­დან ჩა­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლიც გახ­ლ­დათ. ქე­თამ პა­რიზ­ში ორი სა­ქორ­წი­ლო კა­ბა შე­ი­კე­რა და ქორ­წი­ლის დღეს ჯერ გრან­დი­ო­ზუ­ლი, კრის­ტა­ლე­ბით გაწყო­ბი­ლი კა­ბა ჩა­იც­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე შე­და­რე­ბით მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი სა­მო­სით წარ­დ­გა. თურ­მე ქე­თამ სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ისე მო­ილ­ხი­ნა, რომ სცე­ნი­დან არც ჩა­მო­სუ­ლა. ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ჭო­რი გავ­რ­ცელ­და, თით­ქოს ქე­თა ორ­სუ­ლად იყო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტოც და­ი­დო, სა­დაც ქე­თას ოდ­ნავ წინ წა­მო­წე­უ­ლი მუ­ცე­ლი აქვს, მაგ­რამ ჭო­რი არ გა­მარ­თ­ლ­და. წყვილ­მა თაფ­ლო­ბის თვე მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ა­ტა­რა.

ქე­თას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა მე­ოთხედ გათხოვ­და. მი­სი მე­სა­მე მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი არა­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი ფა­დი ას­ლი გახ­ლ­დათ, რო­მელ­თან ქორ­წი­ნე­ბაც მსა­ხი­ობ­მა დი­დი სკან­და­ლით და­ას­რუ­ლა. მას შემ­დეგ იას რამ­დე­ნი­მე მა­მა­კაც­თან ჰქონ­და რო­მა­ნი, მი­სი ბო­ლო სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ კი არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და მა­ნამ, ვიდ­რე პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მსა­ხი­ობს სცე­ნი­დან ხე­ლი სთხო­ვა. წყვილ­მა ჯვა­რი იმა­ვე დღეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სპონ­ტა­ნუ­რად და­ი­წე­რა. მე­რე კი იას რჩე­უ­ლი - გი­ტა­რის­ტი ტა­რი­ელ სუ­ა­რი პი­რად საქ­მე­ებ­ზე საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ემ­გ­ზავ­რა და ახალ­შერ­თუ­ლი ცო­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რით მარ­ტო და­ტო­ვა. ახ­ლა ია შანსს არ უშ­ვებს ხე­ლი­დან და რო­მელ გა­და­ცე­მა­შიც მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, ყველ­გან მის ოჯახ­ში მცხოვ­რებ "ვეფხ­ვ­ზე" ანუ ტა­რი­ელ­ზე სა­უბ­რობს. ერ­თხელ ისიც კი აღი­ა­რა, რომ დი­ლა­ო­ბით მა­თი ლო­გი­ნი ინ­დი­ე­ლე­ბის კა­რავს ჰგავს.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის" ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე ნი­ნა სუბ­ლა­ტი პრო­ექ­ტის კას­ტინ­გებ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­თან, პი­ტო სე­თუ­რი­ძეს­თან ერ­თად და­დი­ო­და. წყვილ­მა პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას არა­ერ­თხელ ისა­უბ­რა სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე, მაგ­რამ ნი­ნამ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვარ­ს­კ­ვ­ლავ­ში" გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე გვაც­ნო­ბა, რომ შეყ­ვა­რე­ბულს და­შორ­და. მას შემ­დეგ ის წვე­უ­ლე­ბებ­ზე სულ სხვა­დას­ხ­ვა ბიჭ­თან ერ­თად ჩნდე­ბო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჭო­რა­ო­ბის სა­ფუძ­ველს აძ­ლევ­და. პრო­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან ცო­ტა ხან­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ირ­კ­ვა, რომ ნი­ნა გათხოვ­და. მი­სი რჩე­უ­ლი - გი­ორ­გი შა­მა­ნა­უ­რია. წყვი­ლის მეჯ­ვა­რე­ე­ბი - მუ­სი­კო­სი სო­ფო ტო­რო­შე­ლი­ძე, მსა­ხი­ო­ბი სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძე და მუ­სი­კო­სი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იყ­ვ­ნენ. ნი­ნა­სა და გი­ორ­გის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ: მხო­ლოდ მეჯ­ვა­რე­ე­ბის თან­ხ­ლე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლ­ში მო­ა­წე­რეს ხე­ლი, რის შემ­დე­გაც, ფა­რუ­ლა­ვას მე­უღ­ლის არ იყოს, ნი­ნას ქმა­რიც საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ემ­გ­ზავ­რა, პა­ტარ­ძა­ლი კი თბი­ლის­ში დარ­ჩა.

კი­დევ ერ­თი ხმა­უ­რი­ა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო - ლე­ლა მე­ბუ­რიშ­ვი­ლის გათხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი გახ­ლ­დათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბის გუ­ლის დაპყ­რო­ბას ბევ­რი მა­მა­კა­ცი ცდი­ლობ­და, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. ლე­ლა­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არას­დ­როს უყ­ვარ­და და ყვე­ლა­ფერს ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და. 12 ოქ­ტომ­ბერს კი მან და პო­ლი­ტი­კოს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შ­ვილ­მა, ბა­ჩო სა­გა­ნე­ლი­ძემ იქორ­წი­ნეს. ქორ­წი­ლი საკ­მა­ოდ ვიწ­რო წრე­ში გა­და­ი­ხა­დეს და თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და, წყვი­ლი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თავს იკა­ვებს.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, კო­კი იონა­თა­მიშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და. მის მე­უღ­ლე­ზე მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მას ელე­ნა ჰქვია. პო­ლი­ტი­კოსს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 10 წლის გო­გო­ნა ჰყავს.

სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩე­ვე­ლი - ლა­ლი მო­როშ­კი­ნა კვლავ გათხოვ­და. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ეს ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ შედ­გა, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ლი ამ ყვე­ლა­ფერს რა­ტომ­ღაც, ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და. რო­გორც ჩანს, მას გუ­ლახ­დი­ლო­ბა ცუ­დად აქვს დაც­დი­ლი და ამ­ჯე­რად, გა­ჩუ­მე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. მი­სი ახა­ლი რჩე­უ­ლი - ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეა, რო­მე­ლიც მო­როშ­კი­ნას თქმით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნია.

2013 წლის ზაფხულ­ში მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და მსა­ხი­ო­ბი და დი­რი­ჟო­რი ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი. მი­სი რჩე­უ­ლი - სა­ლო­მე ბუ­კია მას­ზე 15 წლით უმ­ც­რო­სია. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, წყვილ­მა ერ­თ­მა­ნე­თი ათი წლის წინ გა­იც­ნო, მაგ­რამ მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა. მე­რე ირაკ­ლი მსა­ხი­ობ ნი­ნო იოსე­ლი­ან­ზე და­ქორ­წინ­და და მას­თან შვი­ლიც შე­ე­ძი­ნა. ნი­ნოს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ კი ირაკ­ლიმ სა­ლო­მეს შერ­თ­ვა მა­ლე­ვე გა­დაწყ­ვი­ტა, რაც მის მე­გობ­რებს გა­უკ­ვირ­დათ კი­დეც.

მოკ­ლედ, 2013 წე­ლი და­ო­ჯა­ხე­ბის მხრივ ნა­ყო­ფი­ე­რი იყო და ყვე­ლას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბის აღ­წე­რა შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ გეტყ­ვით, რომ ამა­ვე წელს სე­რი­ა­ლის - "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მსა­ხი­ო­ბი, ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა რე­ჟი­სორს, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს გაჰ­ყ­ვა ცო­ლად. სულ ცო­ტა ხნის წინ გა­ბედ­ნი­ერ­და აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეც. მი­სი რჩე­უ­ლი - 32 წლის ქე­თი ცხა­და­ძე გახ­ლავთ. წლის და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რიგ­ში 22 წლის კა­ლათ­ბურ­თე­ლი, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­აც არის. მან ასე­ვე კა­ლათ­ბურ­თე­ლის, ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას დე­ი­დაშ­ვი­ლი, მო­დე­ლი სა­ლო­მე ჯუ­ღე­ლი შე­ირ­თო. წლის ყვე­ლა­ზე სენ­სა­ცი­უ­რი კი დი­ზა­ი­ნერ ლი­კა ყაზ­ბე­გის ქორ­წი­ნე­ბა გახ­ლ­დათ, რად­გან მან სა­კუ­თა­რი ბე­დი პა­ტი­მარ გი­ორ­გი ჯე­ლა­ძეს და­უ­კავ­ში­რა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება