''ჩემი ''ტიტუშკები'' თავის ნებაზე უნდა მიმეშვა და უფრო დიდ სკანდალს გამოიწვევდა''

''ჩემი ''ტიტუშკები'' თავის ნებაზე უნდა მიმეშვა და უფრო დიდ სკანდალს გამოიწვევდა''

''ნიჭიერის'' ახალ სეზონში წამყვანების, თიკასა და ვანიკოს წყვილს ნიკა გრიგოლია შეემატა. პირველად ეთერში გამოჩენა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ დარბაზში თოკით დაეშვა და ცოტა ხანში უცნაური ჩაცმულობითაც გაგვაკვირვა. იმ საღამოს სოციალურ ქსელში მხოლოდ ხატია ბუნიათიშვილის უბიუსტჰალტერობასა და ნიკა გრიგოლიას უცნაურ ტრიკოზე წერდნენ. ნიკა ეთერში ''კომედი შოუდან'' წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში დაბრუნდა მშობლიურ არხზე, თუმცა სხვა გადაცემაში. დაშორდა თუ არა მეორე ცოლს, რა ურთიერთობა აქვს დღეს ძველ კოლეგებთან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ნიკა, შენი უცნაური ჩაცმულობა ''ნიჭიერის'' პირველ ლაივკონცერტზე ხატია ბუნიათიშვილის კაბასთან ერთად ინტერნეტსენსაციად იქცა.

- ეს იყო ჩემი უცნაური ერთჯერადი სამოსი - ელასტიკი, რომელიც ერთ-ერთი ჯგუფის გამოცხადების დროს მეცვა. ეს იყო ტრიკო, ბალერონებს რომ აცვიათ. ''ნიჭიერში'' გამოიწვია ჩემმა ტრიკომ ასეთი ამბავი, თორემ მანამდეც ბევრჯერ გამოვსულვარ ''კომედი შოუს'' სკეტჩებში ტრიკოთი, კაბით, პამპერსითაც მივლია ქუჩაში.

- ახლა ყოველ ორშაბათს პირდაპირ ეთერში ხარ, ეს მაინც სიახლეა შენს კარიერაში.

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, სატელევიზიო სივრცეში ვარ, პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ამ შემთხვევაში შეცდომის უფლება ნაკლებად მქონდა. ცოტა ნერვიულობამ მომიწია. გიორგი ხაბურზანიამ მითხრა, რომ ბუნებრივი ნიკა უნდა ვყოფილიყავი, რაც პირდაპირ ეთერში ადვილი არ არის. პირველი ეთერის შემდეგ მითხრეს, რომ კარგად გამომივიდა. ძალიან გამიხარდა, რომ მათი ნდობა გავამართლე. დედას ძალიან ვუყვარვარ და რაც უნდა გავაკეთო, ყველაფერი მოსწონს, მაგრამ როდესაც გეგა, გიორგი, დირექტორი ნიკა გეტყვიან, რომ მაგარია, მიხარია. მაია ასათიანმაც დამირეკა და მითხრა, ყოჩაღო. აღმოჩნდა, რომ მაია ჩემი აქტიური გულშემატკივარია და ყველა ეთერის შემდეგ მირეკავს ან მესიჯს მიგზავნის.

- იმ საღამოს სოციალურ ქსელში ყველა შენსა და ხატიას ჩაცმულობაზე საუბრობდა.

- ხატია ძალიან მიმზიდველი, სიმპათიური გოგონაა და ბუნებრივია, ყურადღებას იქცევს. მისი გადასაწყვეტია, რას ჩაიცვამს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აჟიოტაჟი ქალბატონებმა ატეხეს. მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი და ხატიას ფოტოები გვერდიგვერდ მიამონტაჟეს და ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ვეცადე, ''ტიტუშკები'' დამემალა, რომ ტრიკოზე არ შემტყობოდა, რადგან შეეტყო, ახლა პირიქით ვდარდობ, რომ დავმალე, თავის ნებაზე უნდა მიმეშვა. ეს უფრო დიდ სკანდალს გამოიწვევდა, დამიჯერეთ (იცინის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება