ვინ და როდის უწინასწარმეტყველა თაკოს და გაგას ფინალისტობა

ვინ და როდის უწინასწარმეტყველა თაკოს და გაგას ფინალისტობა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალური შოუ დასრულდა - გიორგი ყიფშიძე კონკურს გამოეთიშა. შოუს ფინალში გასული ვარსკვლავები - თაკო ჩორგოლაშვილი და ქეთი ხატიაშვილი აგრძელებენ.

ნახევარფინალის წინა დღეს, ერთ-ერთ წყვილს - თაკო ჩორგოლაშვილსა და გაგა თოდუას შევხვდი და მათ შანსებსა და პერსპექტივებზე ბევრი ვილაპარაკეთ...

თაკომ ასეთი რამ თქვა, ნახევარფინალი 26 დეკემბერს გვიწევს, 26-ში ჩემი მეუღლე 26 წლის ხდება, "ოქროს" დაბადების დღე აქვს და თუ ფინალში გავედით, იმ გამარჯვებას რეზის მივუძღვნიო... თაკოს ფაქტია, რომ ოცნება აუხდა...

რაც შეეხება გაგას, მან მითხრა, რომ ფინალში გადასვლით, ჩემი ცხოვრება შეიცვლებაო, ხოლო კონკრეტულად რას გულისხმობდა მოცეკვავე ამაში, არ დაუკონკრეტებია. უბრალოდ აღნიშნა, ამას ჯერ საიდუმლოდ დავიტოვებო. ვინაიდან ფინალში მოხვდა, ახლა საინტერესოა, როდის გაამხელს საიდუმლოს?

ისე, კიდევ ერთ დეტალზე მინდა, ყურადღება შევაჩერო: გაგას ჰყავს ძალიან ნიჭიერი ძმა, საოცრად პლასტიკური ადამიანი - ირაკლი თოდუა, რომელიც ფლექსინგით არის გატაცებული. ის ერთ-ერთ ტურზე თაკოსა და გაგას ცეკვის წარდგენაშიც დაეხმარა და ჩერტკოევის მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ ეს არ არის მთავარი: მან ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტში პროგნოზების გაკეთება ჭირდა, დაბეჯითებით მითხრა: "არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემი ძმა თაკოსთან ერთად, ფინალში მოხვდება. ეს ზუსტად ვიცი. მე მათ საოცრად ვგულშემატკივრობ".

მაშინ ეს ნათქვამი ცოტა გადაჭარბებულად მომეჩვენა და ძმის მიმართ სიყვარულის გამოხატულებად. ამის შესახებ წყვილს ნახევარფინალის წინ ვუთხარი. გაგამ ძმის ასეთი პროგნოზი გაიკვირვა: "ისე, ირაკლისთვის არასოდეს შემიმჩნევია ექსტრასენსული მონაცემები, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი ეს მონაცემი ამ შემთხვევაში გამოვლინდა. თუმცა ვინ იცის? შეიძლება მას აქვს კიდევაც ეს თვისება?.."

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.,გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება