ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი:"ერ­თ-ერ­თი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო იქ­ნე­ბა"

 ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი:"ერ­თ-ერ­თი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო იქ­ნე­ბა"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი "მის სა­ქარ­თვე­ლო" - ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი ახალ წელს შე­საძ­ლო­ა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეხ­ვდეს. ჯა­ნე­ტი ხარ­კო­ვის კლი­ნი­კა­ში ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­ვდა, რის გა­მოც "მის სამ­ყა­რო 2013"-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო.

-  სწო­რედ "მის სამ­ყა­რო­ზე" გაფ­რე­ნის წი­ნა ღა­მით ამი­წია სიცხ­ემ, რა არ ვი­ღო­ნეთ და, გა­მო­კე­თე­ბის ნაც­ვლად, უფ­რო და უფ­რო ცუ­დად შევიქენი. დი­ლით ხარ­კო­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მიმიყვანეს, სადაც საკ­მა­ოდ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ თირ­კმე­ლე­ბის შე­ტე­ვა - პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი მქონ­და. სას­წრა­ფოდ და­მაწ­ვი­ნეს კლი­ნი­კა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ექიმებმა "მის სამ­ყა­რო­ზე" გამ­გზავ­რე­ბის და მოს­კოვ­ში გაფ­რე­ნის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს.

-  ახ­ლა რო­გორ გრძნობ თავს?

-  უკ­ვე გა­მოვ­კეთ­დი, მაგ­რამ ჩე­მი ორ­გა­ნიზ­მი ამ­დე­ნი წამ­ლე­ბის­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი­ა. არადა, ისე გა­ვი­ზარ­დე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერ­თხე­ლაც არ ვწო­ლილ­ვარ. კლი­ნი­კა­ში ალ­ბათ კი­დევ ერ­თი თვე დავრჩები, შემ­დეგ რო­მე­ლი­მე სა­ნა­ტო­რი­უმ­ში უნ­და ვიმ­კურ­ნა­ლო, და­ვის­ვე­ნო, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ბევ­რი ვი­სე­ირ­ნო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი გა­ვი­ა­რო.

-  გა­მო­დის, რომ ახალ წელს კლი­ნი­კა­ში ხვდე­ბი?

-  ვნა­ხოთ, რის უფ­ლე­ბას მომ­ცე­მენ ექი­მე­ბი. თუ ასე მოხ­და, შე­ვეც­დე­ბი კარ­გი გან­წყო­ბა შე­ვიქ­მნა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ვამ­ხი­ა­რუ­ლო. ყვე­ლა მშო­ბ­ლის­თვის მტკივ­ნე­უ­ლია შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბა. მძი­მე პე­რი­ო­დი არა­ერ­თხელ მქო­ნი­ა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლი სხვას არ მო­ვახ­ვი­ო თავ­ზე...

-  წლე­ბის წინ "მის მსოფ­ლი­ო­ზე"­ უნ­და გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი შე­გემ­თხვა - პა­ტა­რა და და­გე­ღუ­პა... "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბი­სას ით­ქვა, გათხ­ო­ვი­ლიაო, ახ­ლა კი­დევ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მო შე­გექ­მნა პრობ­ლე­მა, რო­გორ უმ­კლავ­დე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს?

-  სა­კუ­თარ თავს თვი­თონ აშე­ნებს ან ან­გრევს ადა­მი­ა­ნი. რო­ცა ტკი­ვი­ლი გხვდე­ბა, უნ­და შე­ე­ცა­დო, არ და­ღონ­დე, ხე­ლე­ბი არ ჩა­მო­უშ­ვა. ყო­ველ­თვის გვაქვს ცხოვ­რე­ბა­ში აღ­მავ­ლო­ბის და ძირს და­ცე­მის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ცუდ­შიც კი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი უნ­და და­ი­ნა­ხო. ძნე­ლია ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი...

-  რას ელო­დე­ბი 2014 წლის­გან?

-  გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, სი­ხა­რულს, სიყ­ვა­რულს და გა­მარ­თლე­ბას, რაც ასე სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის. ახალ წელს ყო­ველ­თვის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვხვდე­ბი, სა­ჩუქ­რებს ვუძღ­ვნით ერ­თმა­ნეთს. არ ვი­ცი, რა­ტომ, მაგ­რამ თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის და ზღაპ­რე­ბის არას­დროს მჯე­რო­და. ერთა­დერ­თი, რი­სიც მჯე­რა, სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბა­ა. ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე უნ­და და­წე­როთ ქა­ღალ­დზე სა­მი სურ­ვი­ლი, შემ­დეგ ეს ქა­ღალ­დი დაწ­ვათ, ფერ­ფლი შამ­პა­ნურ­ში ჩა­ყა­როთ და და­ლი­ოთ. და­მერ­წმუ­ნეთ, სა­მი სურ­ვი­ლი­დან ერ­თი უთუოდ აგიხ­დე­ბათ.

-  წელს რას ჩა­ი­ფიქ­რებ?

-  გა­მო­გიტყ­დე­ბით და ვიტყ­ვი, რომ სა­მი­დან ერ­თ-ერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად სა­სიყ­ვა­რუ­ლო ჩა­ნა­ფიქ­რი იქ­ნე­ბა.

-  უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად?

-  რო­ცა ამის­რულ­დე­ბა, მა­შინ გა­ვამ­ხელ.

-  ეს რო­გორ გა­ვი­გო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

-  არც მა­გას ვიტყ­ვი, იქ­ნებ პი­რი­ქით მინ­და, რომ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში?!

-  გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ "ი­მედ­ში" ისევ დაბ­რუნ­დე­ბი?

-  ჯერ არ ვი­ცი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ჩა­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ აქეთ მამ­ხნე­ვე­ბენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, მთა­ვა­რი შე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა­ა­ო. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩე­მი თბი­ლი და ტკბი­ლი კო­ლექ­ტი­ვი, პა­ლა­ტა­ში სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­აც კი ჩა­მირ­თეს და ქარ­თულ არ­ხებს აქე­დან ვა­დევ­ნებ თვალს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება