ვოლგოგრადში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

ვოლგოგრადში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. როგორც რუსული მედია რუსეთის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა. როგორც სამართალდმცავები აცხადებენ, სწორედ რკინიგზის სადგურის უსაფრთხოების სისტემამ შეუშალა ხელი ტერორისტს სადგურის მოსაცდელ დარბაზამდე მიეღწია, სადაც უკვე მსხვერპლი ბევრად უფრო მასშტაბური იქნებოდა.

"დღეს, 12:45 საათზე, ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურზე ჯერჯერობით დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. სავარაუდოდ, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა", - აცხადებენ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

რაც შეეხება დაღუპულებს, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდა და 18-ს მიაღწია. დაშავებულთა რიცხვი კი 40-ს აჭარბებს. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულებს შორის კი 1 პოლიციელია.

ვოლგოგრადის ოლქში 1-ელიდან 3 იანვრის ჩათვლით გლოვა გამოცხადდება.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა