წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...დროს ვანდომებ კერძების მომზადებას

წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...დროს ვანდომებ კერძების მომზადებას

წლის ''დაჩაგრული''

სოფო ნიჟარაძე მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ნაციონალური ხელისუფლების მმართველობის დროს, ყველაზე არადაჩაგრულ მომღერლად მიიჩნეოდა. მხოლოდ სოფო ნიჟარაძის ადგილი აღმოჩნდა ყველა სამთავრობო ღონისძიებაში ანდრეა ბოჩელის, ხულიო იგლესიასის, პლასიდო დომინგოსა და კრის დე ბურგთან ერთად. კონცერტების ორგანიზატორები გვარწმუნებდნენ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები მაინცდამაინც სოფო ნიჟარაძესთან ითხოვდნენ სიმღერას და სხვისი გაგონებაც კი არ უნდოდათ.

ჟურნალი ''რეიტინგი'' ძალიან დიდი ხანი ამახვილებდა ყურადღებას ამ ფაქტორზე და ბევრი სტატიაც მიუძღვნია ამ თემისთვის, თუმცა 2013 წლის მარტის ნომერში ჩვენთან დაიბეჭდა სკანდალური მასალა სოფოს პირადი ცხოვრების შესახებ, რომელმაც მომღერალი გააღიზიანა და კამერების წინ თავი ისე დაჩაგრულად წარმოადგინა, რომ საქმეში გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს, ალბათ, ცრემლიც კი მოჰგვარა.

ჟურნალ ''რეიტინგს'' დაუკავშირდა წყარო, რომელმაც სოფოსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ საკუთარი ინფორმაცია გაანდო. მომღერალმა გადაწყვიტა, ''რეიტინგისთვის'' ეჩივლა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ისე, ჟურნალ ''რეიტინგს'' მტკიცებით ფორმაში არაფერი დაუწერია და საინტერესოა ისიც, რომ აქამდე სოფო ნიჟარაძის სახელი უფრო ცუდ კონტექსტშიც უხსენებიათ ქართულ პრესაში...

წლის გაწევ-გამოწევა

მართალია, მეხსიერებაში ახლახან პარლამენტში გამართული ჩხუბი ამოგიტივტივდება ადამიანს, როცა ერთმანეთს სოსო ჯაჭვლიანმა და გია ბარამიძემ დასცხეს და ''ჩმორო-ფართი'' გამართეს, მაგრამ თუკი მახსოვრობას კიდევ უფრო დავძაბავთ, ახლაც ''გავიგონებთ'' მაისში თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში ჭურჭლის ფრენისა და ყბების მტვრევის ხმას... ეს კაფე ნაციონალების საყვარელი ადგილი ყოფილა, მათდა საუბედუროდ, ერთ დღეს იქ ანტინაციონალებიც აღმოჩენილან, შელაპარაკებას რამდენიმე ნაციონალსა და არანაციონალს შორის დიდი დაკა-დაკა მოჰყვა, ატყდა ერთი ამბავი, კბენა, ღრენა და თვალების დაქაჩვა. მერე დაიწყო პატრულში სირბილი, ჩვენებების მიცემა, პრესაში ინტერვიუები, ტელევიზიით გამოსვლები და ა.შ.

ინციდენტის მონაწილე დავით საყვარელიძე და ნიკა მელია ცოტნე ბაკურიას ძმას, მამუკასა და მანანა გიორგობიანს ადანაშაულებდნენ, ისინი კი პირიქით, ნაციონალებს ადებდნენ ხელს ჩხუბის წამოწყებაში. ბევრი ვარჩიეთ თუ ცოტა, საბოლოოდ, მაინც ვერ გავიგეთ, ვინ ვის დაარტყა პირველად. საწყალი კაფე ''ლა ტრუფე'' კი შემდეგ პერიოდშიც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების პოლიგონი. როგორც ჩანს, ნაციონალების ზედმეტი სიყვარული მავნებელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება