ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა ალპურ კურორტ მერიბელში მომხდარი ინციდენტისას თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო. მრბოლელი ვერტმფრენით საფრანგეთის ქალაქ გრენბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მიხეილ შუმახერის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა - ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
პრესისთვის უკვე გააკეთა კომენტარი მერიბელის პოლიციამ. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 11-დან 11.15 საათამდე მოხდა. თავდაპირველად მიხაელი დაბა მუტიეს ჰოსპიტალში მიიყვანეს, მაგრამ დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა და საჭირო გახდა გრენბოლის მთავარ კლინიკაში გადაყვანა.
"მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ორი სხვადასხვა სირთულის ტრასის გადაკვეთაზე დაეცა. ის მარტო მოძრაობდა და მართლაც ეხურა ჩაფხუტი, მაგრამ დაცემას უკვალოდ არ ჩაუვლია: მიხაელმა თავის ტრავმა მიიღო. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაცემა გამოიწვია ტექნიკურმა შეცდომამ", - განაცხადეს პოლიციაში.