მონიკა ბელუჩის წონის კორექციის მარტივი რჩევები

მონიკა ბელუჩის წონის კორექციის მარტივი რჩევები

Dolce&Gabbana-ს მუზა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის კერპი მონიკა ბელუჩი გოგონებს საკუთარი სილამაზის საიდუმლოს უმხელს:

1. ბუნებრივი სილამაზე: მსახიობი ყოველთვის აცხადებს, რომ ქალს ნაოჭების არ უნდა შეეშინდეს და პლასტიკური ქირურგისთვის არასდროს მიუმართავს.

2. თმის მოვლა: ბელუჩი თმას კვირაში ორჯერ იბანს. ვიდრე შამპუნს თმაში შეიზელს, შამპუნს წყალში აზავებს, რათა ტუტე გაანეიტრალოს. თმის ფენს არ იყენებს, რადგანაც ბუნებრივად გამშრალი თმა უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

3. მაკიაჟი: მონიკა მძიმე მაკიაჟს არასდროს სწყალობს. ძირითადი აქცენტი ყოველთვის თვალებზე კეთდება; უპირატესობას ყავისფერ და ნაცრისფერ ჩრდილებს ანიჭებს.

4. ვარჯიში და დიეტა: ვარსკვლავი დიეტას არასდროს იცავს და ამბობს, რომ გემრიელ კერძს ყოველთვის აგემოვნებს. დღის განმავლობაში ყველაფერს ჭამს, მაგრამ მცირე რაოდენობით. დღის განმავლობაში ბევრ წყალს სვამს. მას არც სპორტდარბაზში ვარჯიში ხიბლავს და ცელულიტსა, თუ ზედმეტ კალორიებს ცურვით ებრძვის. კვირაში 4 დღე 45 წუთით ცურავს. ამასთან, ყოველ დღე იოგით არის დაკავებული. მისი აზრით, იოგა დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განწყობაზე.

მომზადებულია stylecraze.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება