სად გველოდებიან ახალი წლის ღამეს ნინი, თაკო და ქრისტინე

სად გველოდებიან ახალი წლის ღამეს ნინი, თაკო და ქრისტინე

ქრისტინე იმედაძისთვის დეკემბერი, როგორც ამბობს, ძალიან დატვირთული თვე აღმოჩნდა - ერთად უამრავმა საქმემ მოიყარა თავი, მაგრამ კმაყოფილია, უსაქმურობას გამუდმებულად საქმის კეთება ურჩევნია. ახლა იმაზე, თუ როგორი წინასაახალწლო განწყობა და გეგმები აქვს ქრისტინეს ახალი წლის ღამეს:

- მიყვარს ეს დღესასწაული. ამიტომაც არის, რომ მას სულ კარგი განწყობით ვხვდები და არც წელს არის გამონაკლისი...

- ბოლო დროს შენი ოსტატობის შესახებ (ქსოვას ვგულისხმობ) საზოგადოებამ შეიტყო. საინტერესოა, როგორი დიასახლისი ხარ და საახალლოდ ტრადიციული კერძებიდან რას ამზადებ?

- როგორც ამბობენ, გემრიელი კერძები გამომდის და როცა დრო მაქვს, სხვადასხვა კერძს სიამოვნებით ვამზადებ. თუმცა საახალწლო სუფრაზე, წელს ჩემი გაკეთებული კერძი არ იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ დეკემბერი ჩემთვის საოცრად გადატვირთული თვე აღმოჩნდა, უამრავმა საქმემ ერთად მოიყარა თავი, მაგრამ ამაზე წუწუნი არ მინდა, პირიქით, მიხარია, რადგანაც უსაქმურად ყოფნა არ მიყვარს.

- წინასაახალწლოდ სახლს შენ რთავ?

- წინასაახალწლოდ სახლს მე, დედა და ტაისია ერთად ვრთავთ. ჩვენი ნაძვის ხე და სახლიც საახალწლოდ დიდად არ არის გადატვირთული, თუმცა ფერადი, მხიარული და საახალწლო განწყობა კარგად შეიმჩნევა...

- ახალი წლის ღამეს მომღერლები პრაქტიკულად მუშაობენ, - ამა თუ იმ ბარსა თუ რესტორანში მღერიან. შენ ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვს?

- ბევრი წელია, რაც ახალ წელს მომღერლები ქუჩაში ერთად ვხვდებით. წელს ქუჩაში - გრანდიოზული გალა კონცერტის გარდა, რამდენიმე ადგილას შერბენით ვმღერით. თუმცა 2-ის ნახევრიდან კი ყველას "პროსპექტში" ჩემი, ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძის კონცერტზე გელოდებით...

გილოცავთ ყველას ახალ წელს, ბედნიერების, სიკეთის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და საერთოდ, მთელი საქართველოსთვის!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთფის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება