ვოლგოგრადში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ვოლგოგრადში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ვოლგოგრადში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ტროლეიბუსში აფეთქებას 15, რკინიგზის სადგურში აფეთქებას კი 18 ადამიანი ემსხვერპლა.

29 და 30 დეკემბერს განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაშავებულია 106 ადამიანი, რომელთაგან 65 სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით ჰოსპიტალიზებულია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა ცხედრები ამოცნობილია.

ვოლგოგრადში 24-საათის განმავლობაში ორი აფეთქება მოხდა - 29 დეკემბერს რკინიგზის სადგურში, 30 დეკემბერს კი - ტროლეიბუსში. ორივე შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა