დედამიწის მოსახლეობა დათვალეს

დედამიწის მოსახლეობა დათვალეს

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 1-ელი იანვრისთვის 7 მლრდ 137 მლნ 577 ათას ადამიანს შეადგენს.

ასეთი პროგნოზი აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიურომ გააკეთა. შარშანდელ წელთან შედარებით, ზრდა 77 630 563 ადამიანს, ანუ 1,1 %-ს შეადგენს.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ზრდა ინდოეთშია - 15,6 მლნ ადამიანი. მან ჩინეთს, ნიგერიას, პაკისტანსა და ეთიოპიას გაუსწრო.

2025 წლისთვის, როგორც მოსალოდნელია, პლანეტის მოსახლეობა 8 მლრდ ადამიანს მიაღწევს.

რაც შეეხება აშშ-ს, სპეციალისტების პროგნოზით, 1-ელი იანვრისთვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 317 297 938 ადამიანი იქნება, რაც 2 210 622 ადამიანით მეტია, წინა წელთან შედარებით. ზრდა 0,7%-ს შეადგენს.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) პროგნოზირებს, რუსეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, კუბის, რუმინეთისა და უკრაინის მოსახლეობა საუკუნის შუა წლებისთვის 15%-ით შემცირდება.

მოსახლეობის რაოდენობით ამჟამინდელი ლიდერები - ჩინეთი და ინდოეთი - 2028 წელს გათანაბრდებიან, როდესაც ორივე ქვეყენაში 1,45 მლრდ ადამიანი იცხოვრებს. ამის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება, ინდოეთისა კი ზრდას გაგრძელებს.

UNFPA-ს გათვლებით, უახლოეს ათწლეულებში დედამიწის მოსახლეობის დაბერების ტენდენცია შენარჩუნდება. 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა 2100 წლისთვის გასამმაგდება და დაახლოებით 3 მლრდ ადამიანს შეადგენს.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა