"ა­ხალ წელს ბა­ყა­ყებ­თან ერ­თად შევ­ხვდი"

"ა­ხალ წელს ბა­ყა­ყებ­თან ერ­თად შევ­ხვდი"

იმ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრს მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ხში­რად ახალ წელს მათ­თვის უც­ნა­ურ გა­რე­მო­ში ხვდე­ბი­ან. ამ მხრივ მომ­ღე­რალ ნუგ­ზარ კვა­შა­ლის ის­ტო­რია მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი­ა.

- ახალ წელს ისეთ ქვეყ­ნებ­შიც შევ­ხვედ­რი­ვარ, სა­დაც პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მას­პინ­ძელ­მა შე­იძ­ლე­ბა გვე­ლის სო­უ­სი ან ბა­ყა­ყის ჩა­ხოხ­ბი­ლი მო­გი­ტა­ნოს. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ახა­ლი წე­ლი ლა­ოს­ში, ეს იყო ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში: ამ ქვე­ყა­ნა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ში­ნა­ა, რო­ცა სიცხე 50 გრა­დუსს აღ­წევს. ახალ წელს კი იმით ულო­ცა­ვენ, რომ ერ­თმა­ნეთს წყალს ას­ხა­მენ ყვე­ლაფ­რით, რაც კი ხელ­ში მოხ­ვდე­ბათ: იქ­ნე­ბა ეს ვედ­რო, კას­რი, შამ­პა­ნუ­რი­სა თუ ღვი­ნის ჭი­ქე­ბი და ა.შ. იქ წყა­ლი არ­ხე­ბით შუა ქუ­ჩებ­ში მო­ე­დი­ნე­ბა და ამ არ­ხებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ბა­ყა­ყი ცხოვ­რობს თა­ვის შთ­ა­მო­მავ­ლო­ბას­თან ერ­თად. იმ ახალ წელ­საც, ვე­ლო­სი­პე­დით ჩა­მო­მი­ა­რა ერ­თმა პა­ტა­რა ბიჭ­მა, ჩა­ყო ჭურ­ჭე­ლი არ­ხში და ახა­ლი წე­ლი რომ მო­ე­ლო­ცა, ბა­ყა­ყე­ბის მთე­ლი ოჯა­ხი ქვი­რით­თან ერ­თად მკერ­დზე მო­მას­ხა, დიდ­ხანს ვხუმ­რობ­დი - ამ ახალ წელს ბა­ყა­ყე­ბის ოჯახ­თან ერ­თად შევ­ხვდი-­მეთ­ქი. ქარ­თვე­ლე­ბი ხომ უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ვართ, თოვ­ლის პა­პა­საც ორ სა­ხელს ვე­ძა­ხით და ახალ წელ­საც ორ­ჯერ ვხვდე­ბით. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს კი სამ­ჯერ აღ­ვნიშ­ნავ­დით ახალ წელს: მოს­კო­ვის დრო­ით, თბი­ლი­სის დრო­ით და ტრა­დი­ცი­უ­ლად, ძვე­ლით ახალ წელს, ანუ 13 იან­ვარს. ერ­თხე­ლაც, 31 დე­კემ­ბერს პე­რუ­ში ვართ, იქ დრო­ის სარ­ტყე­ლი შვი­დი თუ რვა სა­ა­თით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი­ა, ახა­ლი წლის მოს­ვლა ჯერ მოს­კო­ვის დრო­ით აღ­ვნიშ­ნეთ, შემდეგ თბი­ლი­სის დრო­ით და მე­რე უკ­ვე - პე­რუს დრო­ით, შუ­ადღ­ის სიცხ­ე­ში. ამ ქვე­ყა­ნა­ში თოვ­ლი არ იცის, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, თოვ­ლის სუ­რა­თე­ბი იყი­დე­ბა და ქა­ლაქს თეთ­რი ფე­რი რომ მის­ცენ, წი­ნა წლე­ბის სა­ბუ­თებს ფან­ჯრე­ბი­დან ყრი­ან, მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­ფე­ნი­ლია ამ ფურ­ცლე­ბით და თოვ­ლის ასო­ცი­ა­ცია იქ­მნე­ბა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება