მიხაილ შუმახერი კომიდან შესაძლოა, ვერ გამოვიდეს

მიხაილ შუმახერი კომიდან შესაძლოა, ვერ გამოვიდეს

მიხაილ შუმახერი კომიდან შესაძლოა, ვერ გამოვიდეს, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გერმანელი ავტოპილოტის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

როგორც მედია შუმახერის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, ექიმები ოჯახის წევრებთან პრივატულ საუბრებში ცდილობენ იმ აზრს შეაგუონ, რომ "ფორმულა 1"-ის შვიდგზის ჩემპიონი სავარაუდოდ კომიდან ვერც გამოვიდეს და ამ მდგომარეობაში დარჩეს სამუდამოდ.

მიხაელ შუმახერი ალპებში თხილამურებით სრიალებდა, რა დროსაც დაეცა და თავი ქვას დაარტყა. უბედური შემთხვევა კურორტ მერიბელზე მოხდა, სადაც სპორტსმენი ოჯახთან ერთად ისვენებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა