რუმინეთმა 2014 წელს ღიად უნდა განაცხადოს, რომ მეზობელი მოლდოვა რუმინული მიწაა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა.
"დამდეგი 2014 წელი უნდა იყოს წელი, როდესაც ჩვენ ღიად განვაცხადებთ, რომ მოლდოვა რუმინული მიწაა", - მიიჩნევს რუმინეთის პრეზიდენტი.
როგორც ბასესკუმ აღნიშნა, მისი სურვილია, ამ იდეით განისმჭვალონ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ყველა რუმინელი, მცხოვრები როგორც რუმინეთში, ასევე მოლდოვაში.
რუმუნეთისა და მოლდოვას გაერთიანების იდეით ტრაიან ბასესკუ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვიდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.