კუბის მოსახლეობას ავტომობილების თავისუფლად შეძენის უფლება მისცეს

კუბის მოსახლეობას ავტომობილების თავისუფლად შეძენის უფლება მისცეს

რევოლუცის შემდეგ პირველად კუბის მაცხოვრებლებს ავტომობილების თავისუფლად შეძენის უფლება მისცეს. ადრე ამისთვის მთავრობისგან სპეციალური ნებართვა იყო საჭირო.

მიუხედავად წესების შერბილებისა, ავტომობილის შეძენას ბევრი ვერ ახერხებს: მთავრობამ, რომელმაც ავტომობილების გაყიდვაზე მონოპოლია შეინარჩუნა, მათ საკმაოდ მაღალი ფასები დაადო.

ერთ-ერთ სალონში "Peugeot 508" 260 000 დოლარად იყიდება ანუ საშუალო ფასზე რვაჯერ ძვირად. ამასთან, კუბის მოსახლეობის უმრავლესობა თვეში დაახლოებით 20 დოლარს გამოიმუშავებს.

სანამ ავტომობილის შეძენაზე ნებართვას მთავრობა გასცემდა, ამ პრივილეგიით ძირითადაც მაღალი თანამდებობის პირები, მსახიობები და სპორტსმენები სარგებლობდნენ.

კუბის მთავრობამ უკვე განმარტა, რომ ავტომობილების გაყიდვებით შემოსული თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას მოხმარდება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა