სად ''იმღერებს'' ჩოხით მარკუს მეტრეველი

სად ''იმღერებს'' ჩოხით მარკუს მეტრეველი

წინასაახალწლოდ მედია ყოველთვის ზრუნავს მაყურებლისა და მკითხველის საუკეთესო განწყობის შექმნაზე, გახალისებაზე. ჩვენც გადავწყვიტეთ ცელქობა და ჩვენს რესპონდენტებს ვეხუმრეთ. პირველი მომღერალი მარკუს მეტრეველი გაგვახსენდა და ტელეფონით დავუკავშირდით.

- მარკო, ნინო ვარ, ''რეიტინგიდან'', ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?

- ''ნანუკას შოუს'' ჩაწერაზე ვარ. მოიცა, აქ ხმაურია, გავალ გარეთ... გისმენ.

- გავიგეთ, საახალწლო გალაკონცერტში მონაწილეობ.

- მართალია.

- მითხრეს, შენ, ნოდიკო ტატიშვილი და რატი დურგლიშვილი ჩოხებში გამოწყობილნი წარდგებით მაყურებლის წინაშე და ''შავლეგოს'' იმღერებთ. მართალია?

- არა. მე ჯორჯ მაიკლის სიმღერას ვმღერი, ''ლასთ ქრისთმას''.

- აბა, ეს ჩოხები და ''შავლეგო'' ტყუილია?

- არ ვიცი.

- კულტურის სამინისტროს პრესცენტრიდან გვაქვს ეს ინფორმაცია და სარწმუნო უნდა იყოს, ვფიქრობ...

- უი, არ ვიცი.

- ჩოხა თუ გცმია, რა დამოკიდებულება გაქვს ამ ტრადიციულ სამოსთან?

- ყოველთვის მინდოდა მომერგო ეს სამოსი და გამიხარდება, თუ ამის საშუალება მომეცემა.

- ქართულ ფოლკლორთან თუ ხარ ახლოს?

- რა სიმღერა მითხარი?

- ''შავლეგო''.

- ქართული პოლიფონია ძალიან რთული და სპეციფიკურია, მაგრამ თუ მოვინდომებ, დარწმუნებული ვარ, გამომივა. თუ მომცემენ ამ დავალებას, ხუთიანზე შევასრულებ.

- ასე თქვეს, სამ ხმაში იმღერებენო.

- უი, რა მაგარია, მგონი, დამირეკავენ.

- იმედი უნდა გაგიცრუო, არ დაგირეკავენ, იმიტომ, რომ ეს ნომერი მე მოვიფიქრე, ეს იყო ჩვენი საახალწლო ხუმრობა.

- (იცინის) ვაიმეე, ნინო, თუ გაპატიო, აი, თუ გაპატიო!

- მოგიწევს, ეს ხომ საახალწლო ხუმრობა იყო.

- ვერც წარმოვიდგენდი, რომ მეხუმრებოდი, ზარს ველოდებოდი უკვე კონცერტის ორგანიზატორებისგან!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება