ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარეს

ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარეს

ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარძევე ჯირკვლების მოკვეთის ოპერაციისა, მან ლტოლვილთა დახმარება გააგრძელა. ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთად კონგოში ჰუმანიტარულ კრიზისის დასაძლევად იმყოფებოდა. მაშინ ჰოლივუდის ვარსკვლავი ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრა და ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

"მან საკუთარი სახელი და ავტორიტეტი კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა",- წერს გაზეთის რედაქცია. გამოცემა მსახიობის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებასაც აღნიშნავს.

მსახიობი გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის რანგში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კონფლიქტის ზონებში ბევრჯერ იმყოფებოდა, ნათქვამია სტატიაში.

"იგი საკუთარ გავლენას იყენებდა, რომ სკოლების, საავადმყოფოების, სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულთა ბანაკების, იურიდიული კონსულტაციების დაწესებულებების გახსნისთვის შეეწყო ხელი",-აღნიშნავენ ავტორები.

2013 წელს ჯოლიმ არჩევანი გააკეთა, რომელიც რედაქციის აზრით, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. როდესაც შეიტყო რომ სავარაუდოდ, სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადდებოდა, ჯოლი პრევენციულ რადიკალურ მასტექტომიაზე წავიდა. მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ის ხმაური, რასაც მისი გადაწყვეტილება მედიაში გამოიწვევდა. შემდეგ მან გამოაქვეყნა პროცედურებისა და პრობლემების სია, რომელიც ამ ოპერაციასთან იყო დაკავშირებული, ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება