ტერაქტის სავარაუდო საფრთხის გამო, სოჭის სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

ტერაქტის სავარაუდო საფრთხის გამო, სოჭის სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

სოჭში, სავაჭრო ცენტრ "მორემოლიდან" ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სავაჭრო ცენტრში მყოფებს ცენტრის ხელმძღვანელობამ ტერიტორიის დატოვება სთხოვა, შენობის ყველა შესასვლელი და გასასვლელი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს აქვთ გარშემორტყმული.

ამასთან, "დოჟდის" ცნობით, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრში ხალხის ევაკუაცია მოსალოდნელი ტერაქტის საფრთხის გამო ხდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში იმყოფება, სადაც რამდენიმე დღეს დარჩება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა