თაკო ოქროპირიძე - "ახალი ხმის" ფარმაცევტი კონკურსანტი და მისი სამომავლო გეგმები

თაკო ოქროპირიძე - "ახალი ხმის" ფარმაცევტი კონკურსანტი და მისი სამომავლო გეგმები

თაკო ოქროპირიძე "ახალი ხმის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ის ესემესლიდერია. სიმღერა საკმაოდ პატარამ დაიწყო და დღემდე ეს საქმიანობა განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს.

ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურსი, რომელშიც გასულ წელს ჩაერთო, ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს. "ამბები.გე" თაკო ოქროპირიძეს დაუკავშირდა.

-  როგორ ემზადები 7 იანვრისთვის და როგორია შენი წინასაკონკურსო განწყობა?

-  მზადების პროცესი, როგორც წინა ტურების შემთხვევაში იყო, ახლაც ისეთივეა. რაც შეეხება ჩემს წინასაკონკურსო განწყობას, კეთილგანწყობილი გახლავართ.

-  რა გრძობაა, როდესაც ესემესლიდერი ხარ?

-  საოცარი განცდაა, ისეთი, რომ ვერც გადმოვცემთ და სახელსაც ვერ დავარქმევ...…

-  სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

-  სიმღერა ჩემთვის მართლა ყველაფერია. ეს უპირველესი საკითხია. ვნახოთ, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შემეწყობა ხელი და ღმერთი გზას როგორ გამიხსნის. სადაც მომიხერხდება და ამის საშუალება მექნება, ყველგან ვიმღერებ. თუმცა მე ხომ სულ ვმღერი...

-  ვიცი, რომ რადიოს მუსიკალური წამყვანიც ხარ...

-  კი, "ავტორადიოს" მუსიკალური წამყვანი გახლავართ. იქ უკვე სხვა სტატუსი მაქვს, მაგრამ მაინც მუსიკასთან მაქვს შეხება. ამიტომაც რადიოში მისვლა და მუშაობა მიყვარს.

-  პროფესიით ვინ ხარ?

-  პიანისტი და პარალელურად, გაგეცინებათ და ფარმაცევტი ...

-  მერე რატომ მოხდა ასეთი "გაუგებრობა"?

-  მოხდა... პრობლემების გამო საბუთები კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე ვერ შევიტანე. არადა, სწავლა იქ მინდოდა. ეს სურვილი ახლაც მაქვს და არ ვიცი, როგორ შევძლებ მის განხორციელებას. იმდენ საქმეს ვეჭიდები ხოლმე. რეალურად კი არ მინდა, რომელიმე გაფუჭდეს. მოკლედ, კონსერვატორიის ნაცვლად, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა მაგისტრატურას ვამთავრებ. სხვათა შორის, ამ პროფესიას ვიყენებ. რადიოში გადაცემა "ადრენალინი" მაქვს. ასევე ვამზადებ მეორე გადაცემას "ჯანსაღი არჩევანი". ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების სტილისკენ მოვუწოდებ.

-  მოდი, "ახალ ხმაზე" ვილაპარაკოთ, რომელიც პირადად შენთვის რაღაც "ახალი სარკმელი" აღმოჩნდა.

-  ის ჩემს ცხოვრებაში მართლაც ფანტასტიკური და ნათელი წერტილია, ისეთი, რომ ჩემი სხვა წინამორბედი ნათელი წერტილები გადაფარა. ძალიან მაგარი პროექტია და საოცარი ფორმატია. ამის შემდეგ საერთოდ აღარ ვაპირებ საქართველოში შემდგომში არანაირ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას. ამით დასრულდება საქართველოში ჩემი კონკურსებში მონაწილეობა.

-  როგორც მახსოვს, "ჯეოსტარშიც" მონაწილეობდი...

-  ეგ 2010 წელს იყო, მაგრამ იმ შოუს "ახალ ხმასთან" შედარება არც შეიძლება. მაგ პერიოდს ის დაემთხვა, რომ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიაში ფესტივალზე მიგვიწვია გორის ქალთა კაპელა (ხელმძღვანელი შალვა მოსიძე. ახლა დირიჟორი თეონა ცირამუა გახლავთ) და იქიდან ჩამოვიტანეთ სამი პრიზი: პირველი ადგილი, ხალხის სიმპათია და განსაკუთრებული პრიზი საგალობლების შესრულებისთვის. უნდა გითხრათ, რომ გორის ქალთა კამერულ გუნდშიც ვმღერი. მოკლედ, ჩვენი ფესტივალზე წასვლა "ჯეოსტარის" კონკურსს დაემთხვა და სათანადოდ ვეღარ მოვემზადე. "ჯეოსტარამდე" "ნუცას სკოლაში" ვმონაწილეობდი და სულ ჟიურის ფავორიტი ვიყავი. სწორედ მაშინ, ალექსანდრე ბასილაიამ იმ კვინტეტისთვის შემარჩია, რომელიც ბოლოს ჩამოაყალიბა, რომლის შემადგინლობაშიც იყვნენ: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძეც...

-  რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს?

-  ეს სიტყვები ბანალურია, მაგრამ ვერც კი გამოვხატავ ისეთი ღრმა პატივისცემა მაქვს მათ მიმართ. თუ საშუალება ექნებათ, მხარი კიდევ ერთხელ დამიჭირონ. თუ ჩემს გულშემატკივარს უნდა, რომ ფინალში მიხილოს, მაშინ უნდა დარეკოს ნომერზე: 0903200215.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება