დემი მურის ახალი საყვარელი ჰყავს

დემი მურის ახალი საყვარელი ჰყავს

მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური მეუღლეს, მსახიობ ეშტონ კატჩერს დაშორდა, ან დეპრესიაშია, ან შვილისხელა კაცებს ხელთათმანებივით იცვლის.

ამჯერად, 51 წლის მსახიობის რჩეული 27 წლის დრამერი შონ ფრიდია. შონის კონცერტზე დემი ქალიშვილთან, რუმერ უილსთან ერთად იმყოფებოდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, დემი კარგად მხიარულობდა. ამასთან, რამდენიმე კვირის წინ ის და შონი მექსიკაში ისვენებდნენ.

შეგახსენებთ, დემი და ეშტონ კატჩერი ნოემბერში ოფიციალურად განქორწინდნენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიყვეს მათ საერთო ქონება, რომელიც 300 მილიონ დოლარს აღწევს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება