მარინა კახიანის რომანტიკული ახალი წელი და მოულოდნელი საჩუქარი

მარინა კახიანის რომანტიკული ახალი წელი და მოულოდნელი საჩუქარი

მსახიობ მარინა კახიანს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთაველის თეატრში შევხვდით. სპეციალურად "რეიტინგისთვის" კიდევ უფრო გალამაზებულმა რესპონდენტმა თეატრის დიდ ნაძვის ხესთან კარგად ი პოზიორა და საახალწლო ტრადიციებზე გვესაუბრა...

- ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მშობლები ნაძვის ხეს 31 დეკემბერს მიდგამდნენ და აქამდე მეც ასე ვიქცეოდი. წელს ამ დღესასწაულს დედაჩემის გარეშე ვხვდები, მინდოდა ამ ტრადიციის შეცვლა, მაგრამ მეგობარმა გადამაფიქრებინა... ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, შემდეგ ხან მე ვსტუმრობ მეგობრებს, ხან ისინი ხვდებიან ჩემთან ამ დღესასწაულს. თუმცა ბოლო წლებია, არ მსიამოვნებს ამ დროს გარეთ ყოფნა, მქონია შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საღამოს წაყვანაზე, მაგრამ ხშირად ვამბობდი უარს. სხვათა შორის, ერთხელ ვერ შევხვდი ახალ წელს სახლში და ცუდად მახსოვს ის წელიწადი. მოსკოვიდან დროულად ვერ მოვასწარი ჩამოსვლა, თვითმფრინავის ბილეთი ვერ ვიშოვე, მატარებლით მომიხდა გამომგზავრება და ისე მოხდა, რომ ახალ წელს მეც და ჩემი ქმარ-შვილიც, რომლებიც დასახვედრად გამოვიდნენ, ქუჩაში შევხვდით.

- როგორც ყველა ოჯახში, ალბათ, თქვენთანაც მზადდება გოზინაყი, საცივი.. თავად რამდენად ერთვებით ამ პროცესში?

- ახალ წელს გოზინაყი და საცივი აუცილებლად მაქვს სუფრაზე. დანარჩენზე კი იმის მიხედვით ვიწყებ ფიქრს, რამდენად მაქვს დრო, გააჩნია ასევე ჯიბესაც და სხვა ფაქტორებსაც. გოზინაყი შეიძლება, ჩემმა ახლობელმა ან მეგობარმა დამიმზადოს, მაგრამ საცივს ყოველთვის თავად ვაკეთებ. მართლაც რიტუალია ეს, თან ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული საცივი და ყოველთვის ელიან ამ დღესასწაულს, რომ დააგემოვნონ, ეს კი სტიმულს მმატებს და უფლებაც აღარ მაქვს, რომ არ გავაკეთო. სხვათა შორის, სწორედ დღეს შევიძინე ინდაური, ნელ-ნელა ვამზადებ ინგრედიენტებს. რადგან ტრადიციებზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყოველ წელს მინიმუმ ერთ ნაძვის ხის სათამაშოს მაინც ვყიდულობ. როგორც წესი, იმტვრევა ხოლმე მოსართავები, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, აუცილებლად ვამატებ ახლებსაც.

- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?

- ჩემს ბავშვობაში გვქონდა, მერე თითქოს მივივიწყეთ, რამდენიმე წლის წინ კი ჩემმა შვილმა ისევ აღადგინა. რამდენიმე დღის წინ დროზე ადრე მივედი სახლში, დავინახე, გახსნილი ყუთი იდო, დავინტერესდი და სასწრაფოდ ხელი დავავლე, აღმოჩნდა ტელეფონი, რომელიც ჩემს შვილს უნდოდა, საახალწლოდ ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ სიურპრიზის გაკეთება არ დავაცადე (იღიმის).

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება